რუსთაველზე, პარლამენტის შენობასთან მყოფი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წასვლისთანავე, თბილისის მერიამ სასცენო აპარატურის დემონტაჟი და გატანა დაიწყო.
მანამდე, აქციის მონაწილეებმა სცენაზე ბანერი გაშალეს, რომლითაც მერიის მიერ ნაძვის ხის ანთების და საზეიმო კონცერტის მოწყობის გადაწყვეტილება გააპროტესტეს.