16 დეკემბერს, საქართველოსთან ურთიერთობის საკითხს ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ.
როგორც ცნობილია, მინისტრების შეხვედრას უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი ევროკავშირის პირველად უხელმძღვანელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის დღის წესრიგი ევროკავშირში საქართველოს კანდიდატობისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის განხილვას მოიცავს.