საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს.
“ვრცელდება ინფორმაცია, რომ 22 დეკემბრის საღამოს აქციისთვის, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოებას სიტყვით უნდა მიმართოს, სცენის მოსაწყობად საჭირო ატრიბუტიკის გადამზიდ მანქანებს პოლიცია დაბრკოლებებს უქმნის, რაც მიზნად ისახავს დაგეგმილი აქტივობის ხელშეშლას/ჩაშლას.
ეს უკანონო პრაქტიკა არღვევს შეკრების უფლების კონსტიტუციურ გარანტიებს და ადასტურებს, რომ საპოლიციო ძალები ატარებენ პარტიულ ინტერესებს.
კონსტიტუციური ჩარჩო, რომელიც სამართალდამცავ უწყებებს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი პატივისცემას ავალდებულებს, პრაქტიკაში არ სრულდება”,_ ნათქვამია განცხადებაში.