გიორგი გახარიას თანაგუნდელებმა ბათუმში აქციაზე დაკავებულთა მიმართ სოლიდარობის ნიშნად აქცია გამართეს ლანჩხუთის დროებითი დაკავების იზოლატორთან.
საქმე ისაა, რომ 11 იანვარს ბათუმში აქციაზე დაკავებულთაგან ოთხი პირი ლანჩხუთის დროებითი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. მათ ბრალი წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობაში ედებათ. მათ შორისაა ბათუმის საკრებულოს წევრი „ძლიერი საქართველოდან“ ვაჟა დარჩიაც.
„სრულიად უსაფუძვლოდ მოხდა ამ ადამიანების დაკავება. ჩვენი მხარდაჭერა მათ“, -ამბობენ გახარიას თანაგუნდელები.