ცოტა ხნის წინ, აშშ-ში, კენტუკის შტატში ვისკის საერთაშორისო კონკურსი გაიმართა, რომელზეც საუკეთესო სასმელად ბურბონი Peerless აღიარეს – მან 100 ქულიდან 98 დააგროვა.
Peerless-ი 1889 წელს დაარსებული ოჯახური საწარმოა, რომელიც პრემიუმ-კლასის სასმელს აწარმოებს.
მფლობელები მთელს პროცესს აკონტროლებენ – ხორბლის მოყვანიდან ბურბონის ბოთლებში ჩასხმამდე. სასმელს ამერიკული მუხის კასრებში ინახავენ.