ცნობილი კინომსახიობი, კამერონ დიასი, ათწლიანი „გაუჩინარების“ შემდეგ დიდ კინოში ბრუნდება.
დიასი სამსახიობო კარიერას უბრუნდება და მას დიდ ეკრანზე მალე ვიხილავთ.
მსახიობის დაბრუნებაში დიდი როლი მისმა მეუღლემ ითამაშა, რომელიც მას ყოველთვის ამხნევებს და მოტივაციას აძლევს.
დიასის დებიუტი „Netflix“-ის ფილმში, „Back in Action“ შედგება, სადაც მსახიობი ჯეიმი ფოქსს გაუწევს პარტნიორობას.
ფილმის პრემიერა მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს არის დაგეგმილი.
საინტერესოა, რომ კამერონ დიასი შრეკის მეხუთე ნაწილშიც მიიღებს მონაწილეობას. სადაც ფიონას ახმოვანებს.