მეთოდი 1: უშუალოდ ძილის წინ, სანამ ლოგინში ჩაწვებით. დადექით საათის წინ. დაჭიმეთ სხეული ორი წუთის განმავლობაში. მაქსიმალურად დაჭიმეთ ყოველი კუნთი თხემიდან ტერფამდე.
შემდეგ მოეშვით და ორი წუთი რაც შეიძლება თავისუფლად იყავით.
ეს გაიმეორეთ 2–3 ჯერ და მაშინვე დაწექით. დილით სულ სხვა ადამიანად იგრძნობთ თავს.
მეთოდი 2: მოიმარჯვეთ პატარა ბლოკნოტი და ავტოკალამი. უკვე ლოგინში ჩაწოლილმა ჩამოწერეთ დღის განმავლობაში გაკეთებული საქმეები და ხვალინდელი გეგმები.
რაში მდგომარეობს ამ ერთი შეხედვით პრიმიტიული მეთოდის არსი? ჩამოწერილი გაკეთებული საქმეები ქრება თქვენი ფიქრებიდან და თავისუფალი ტვინი ადვილად იპოვის ხვალ გასაკეთებელი საქმეების მოგვარების ხერხებს.