ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკა იმერმედში გადაიყვანა.
როგორც “გურია ნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს “ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას მთვრალ მდგომარეობაში, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ”.




































































