“საქართველოს რკინიგზაში” “გურია ნიუსს” ქუთაისი-ბათუმის მატარებელში ცეცხლის გაჩენის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ დაუდასტურეს.
“ტექნიკური ხარვეზი იყო, რის გამოც მატარებელი გაჩერდა”,_ გვითხრეს “რკინიგზაში”.
ცნობისთვის, ამ დილას თვითმხილველებზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მატარებლის ვაგონებსშორის გადაბმაში ცეცხლი გაჩნდა. შემთხვევა ლანჩხუთში მოხდა.
“გურია ნიუსთან” ერთ-ერთმა მგზავრმა განაცხადა, რომ მცირე დაკვამლიანების გამო ეგონათ რომ ხანძარი გაჩნდა, რის გამოც პანიკა შეიქმნა.
“მატარებელი გაჩერდა, მცირე კვამლი შევნიშნეთ და გვეგონა რომ ხანძარი იყო. პანიკაში ვართ, მოგეხსენებათ, ერთი თვის წინაც გაუჩნდა მატარებელს ცეცხლი”,_ ამბობს ერთ-ერთი მგზავრი.






























































