https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ცოცხალი სინათლის საიდუმლო

14:10; 6.06.2025
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail
დღეს, როცა კაცობრიობას უდგას კლიმატური ცვლილებების, ნიადაგის გამოფიტვისა და ენერგეტიკული კრიზისის ეპოქა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ალტერნატიული, მდგრადი ენერგიის წყაროების ძიება. ჩვენ ყველანი ვდგავართ არჩევანის წინშე – როგორ შევინარჩუნოთ ბუნება და ამავ დროს დავაკმაყოფილოთ ჩვენი მზარდი ენერგეტიკული საჭიროებები. ამ ფიქრის ფონზე საოცარია იმის აღმოჩენა, რომ თავად ბუნება გვთავაზობს პასუხს – ცოცხალი არსებები, რომლებიც სინათლეს თავად გამოყოფენ.

დაფიქრებულხართ, როგორ მუშაობს ჩვეულებრივი ნათურა? ალბათ იცით, რომ ის ელექტროენერგიას იყენებს და სინათლეს იძლევა… მაგრამ იცით, რომ ამ ენერგიის მხოლოდ 10% გარდაიქმნება სინათლედ, ხოლო დანარჩენი უბრალოდ სითბოდ იკარგება.

ახლა წარმოიდგინეთ პატარა მწერი – ციცინათელა, რომელიც ღამით ანათებს.ის არ ხარჯავს ელექტროენერგიას,  არ გამოსცემს სითბოს, მაგრამ ენერგიის 98%-ს გარდაქმნის სინათლედ.  არ არის ეს საოცრება?

დღეს მინდა გაგაცნით ბუნების ეს ფენომენი- ბიოლუმინესცენცია, რომელიც აერთიანებს ენერგიას, სიცოცხლეს და მომავლის ინოვაციებს.

ბიოლუმინესცენცია- ეს არის ცოცხალი ორგანიზმების უნარი, შექმნან სინათლე ქიმიური რეაქციის გზით. ეს არ არის უბრალოდ ლამაზი ფენომენი, ეს არის ბუნების ერთ -ერთი ყველაზე ეფექტური და ჭკვიანი გზა ენერგიის გამოყენებისთვის.

მეცნიერებმა ეს უნარი შეისწავლეს და ბიოლუმინესცენციის მექანიზმი უკვე გადააქციეს ინსტრუმენტად მედიცინისთვის, ბიოტექნოლოგებისთვის და ეკოლოგიისთვის.

ენერგიის წყაროების გამოფიტვის, კლიმატის ცვლილებების და ეკოლოგიური ბალანსის დარღვევის ფონზე იზრდება ინტერესი სუფთა, მდგრადი და ეკოლოგიურად უსაფრთხო წყაროების მიმართ.

როდესაც ვფიქრობთ ენერგიაზე, ხშირად წარმოვიდგენთ ელექტროსადგურებს, კაბელებს, ნათურებს… მაგრამ ბუნებაში არსებობს სრულიად განსხვავებული, ჯადოსნური ძალა–სინათლე, რომელიც სიცოცხლიდან იბადება.

ავირჩიეთ ბიოლუმინესცენცია, რადგან ეს არ  არის მხოლოდ ლამაზი მოვლენა, ეს არის ცოცხალი მაგალითი იმისა, როგორ შეუძლია ბუნებას გვასწავლოს გზები, რომლებიც ტექნოლოგიაზეც   ჭკვიანია და გარემისთვისაც მეგობრული.

ეს თემა ჩემს ინტერესს სცდება- ეს არის მოწოდება, რომ დავანახოთ სამყაროს სიღრმეებში ჩაფლული შესაძლებლობები. როგორ შეუძლია პატარა ციცინათელას ან ზღვის არსებას გადმოგვცეს მესიჯი სხვა გზების შესახებ. ეს შუქი ეკოლოგიურად სუფთაა, არ მოითხივს ელექტროენერგიას, არ გამოყოფს ნახშირორჟანგს და არ აბინძურებს გარემოს, ამიტომაც ხდება ის შთაგონების წყარო მეცნიერებისთვის, ინჟინრებისთვის და ბიოტექნოლოგებისთვის.

ბიოლუმინესცენცია, ფაქობრივად არის ქიმიური ენერგიის გარდაქმნა სინათლის ენერგიად- ეს კი ზუსტად იმაზე მეტყველებს, თუ როგორ იყენებს ბუნება ენერგიას ეფექტიანად, ყველაფერი იწყება ორი მთავარი კომპონენტით

რა არის ლუციფერინი? – ეს არის ორგანული მოლეკულა, რომელიც სინათლეს გადმოსცემს და ლუციფერაზა- სპეციალური ფერმენტი, რომელიც ამ ქიმიურ რეაქციას წარმართავს.

როცა ეს ორი ერთად მუშაობს ჟანგბადთან და ზოგჯერ სხვა დამატებით მოლეკულებთან ერთად, ხდება ქიმიური რეაქცია- ამ პროცესის დროს თავისუფლდება ენერგია, რომელიც ორგანიზმში გარდაიქმნება ფოტონებად, ანუ სინათლის ნაწილაკებად.

ორგანიზმები, რომლებიც სინათლეს თავად წარმოქმნიან, მას კომუნიკაციის, თავდაცვის ნადირობისთვის და მიმზიდველობისთვის იყენებენ. ბიოლუმინესცენტურ ორგანიზმებს შეუძლიათ განათება გამოიყენონ თავდაცვის მიზნით. ზოგიერთი თევზი სიბნელეში აალებს სხეულს, რომ სწრაფად გაუჩინარდეს, ღრმა თევზს „ანგლერ ფიშს“ შუბლზე აქვს ბიოლუმინესცენტური ნაწიბური- როგორც პატარა შუქურა, რომელიც მსხვერპლს იზიდავს.

ციცინათელები სინათლით ერთმანეთს იზიდავენ და ასე პოულობენ პარტნიორს, ზღვის ზოგიერთი ბაქტერია სინათლეს ასხივებენ მხოლოდ მაშინ, როცა ისინი მრავლდებიან.

ზოგიერთი სოკო კი ანათებს ძირითადად ღამით. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ისინი ამით მწერებს იზიდავენ, რომლებიც სპორებს ავრცელებენ.

მოკლედ რომ ვთქვათ – ბიოლუმინესცენცია სიცოცხლის „ენაა“. ის კომუნიკაციის, გადარჩენის და გავლენის მძლავრი ინსტრუმენტია.

მთავარი გამორჩეული თვისება ისაა, რომ ეს სინათლე თითქმის სრულიად გარდაქმნილი ენერგიაა.

ეს პროცესი იმდენად“ სუფთაა“, რომ არ გამოიმუშავებს სითბოს- სწორედ ამიტომ ეწოდება მას „ცივი“ შუქი.

ბუნებაში თითქმის არ არსებობს სხვა ენერგიის წყარო, რომელიც ამდენად ეფექტიანად გარდაქმნის ქიმიურ ენერგიას პირდპირ სინათლედ, ყოველგვარი დანაკარგის გარეშე.

ბიოლუმინესცენცია ლათინური სიტყვაა – „ლუმენ“ – სინათლე, „ ბიოს“- სიცოცხლე.

ანუ ეს სინათლე პირდაპირ სიცოცხლისგან მოდის.

ბიოლუმინესცენცია არ არის ერთადერთი გზა, რომლითაც ნივთიერება ანათებს- არსებობს სხვა პროცესებიც, როგორიცაა ფოსფორესცენცია ან ფლუროსცენცია, მაგრამ განსხვავება ისაა რომ ბიოლუმინესცენცია ყოველთვის უკავშირდება ცოცხალ ორგანიზმს. ის არ საჭიროებს შუქის „დატენვას“- იგი თვითონვე წარმოქმნის სინათლეს თავისი ბიოქიმიური გზებით.

ბიოლუმინესცენციის უნიკალური თვისებები მედიცინაშიც რევოლუციური აღმოჩნდა. მისი წყალობით ექიმებსა და მკვლევარებს შეუძლიათ დააკვირდნენ უჯრედის შიგნით მიმდინარე პროცესებს ისე,რომ ორგანიზმს არ ავნონ და ძალიან ზუსტი სიგნალები მიიღონ. კერძოდ: ბიოლუმინესცენტური მოლეკულები შეჰყავთ უჯრედებში, სადაც ისინი იწყებენ შუქის გამოსხივებას, თუ უჯრედში კონკრეტული ბიოქიმიური პროცესები მიმდინარეობს.

  1. ბიო მარკერები- შუქი დაავადებების აღმოჩენისათვის

მაგ. თუ ორგანიზმში არის კიბოს გამომწვევი უჯრედი ეს მოლეკულა ანათებს. თუ მიმდინარეობს ანთება ან ინფექცია- შუქი ჩნდება

  1. გენური თერაპიის კონტროლი

როდესაც მეცნიერები ცვლის ორგანიზმის გენეტიკას, აუცილებელია გაიგონ, იმუშავა თუ არა ჩანაცვლებულმა გენმა. თუ გენთან ერთად შეჰყავთ ბიოლუმინესცენტური გენი, მისი „ანთება“ უჩვენებს, რომ ცვლილება წარმატებით განხორციელდა.

  1. წამლების ტესტირება- უჯრედულ დონეზე

ბიოლუმინესცენცია მეცნიერებს საშუალებას აძლევს წამლები გამოსცადონ უჯრედებზე ისე, რომ რეალურ დროში ხედავდნენ-რეაგირებს თუ არა ორგანიზმი პრეპარატზე.

  1. არა ინვაზური მეთოდი.

ეს ტექნოლოგია არ საჭიროებს ჭრილობებს ან ოპერაციას-ბიოლუმინესცენტური სინათლე სხეულის შიგნითაც გვაწვდის ინფორმაციას რაც დიდად ამცირებს დაზიანების რისკს.

ბიოლუმინესცენცია ეკოლოგიაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ბუნებრივი ბიოსენსორები, რომლებიც სინათლის მეშვეობით გვაფრთხილებენ ცვლილებებზე, გვეხმარებიან გარემოს დაცვასა და ეკოსისტემის მონიტორინგში.

არსებობს ბაქტერიები (Alivibro fischeri), რომლებიც ანათებენ ნორმალურ პირობებში, მაგრამ როცა შხამთან ან დაბინძურებსთან კონტაქტობენ, შუქი ქრება.ეს ეხმარება მეცნიერებს განსაზღვრონ წყალი შხამიანია თუ არა.

მაგალითად Microtox – ტესტი იყენებს ბიოლუმინესცენტურ ბაქტერეიებს წყლის და ნიადაგის ტოქსიკურობის სწრაფ განსასაზღვრად.

ბიოლუმინესცენცის გახდა ეკოლოგიის ლაბორეტორიაც

მაგ. თუ ბაქტერია ანათებს მხოლოდ მაშინ, როცა გარემოში ტყვია ან კადმიუმია- მაშინ სინათლე გამაფრთხილებელი სიგნალია და რაც მთავარია – ეს მეთოდები სწრაფია, იაფი და ეკოლოგიურად უსაფრთხო.

ბიოლუმინესცენტური ორგანიზმები გამოიყენება ეკოსისტემის ჯანმრთელობის შესაფასებლად. ზღვის პლანქტონის ბიოლუმინესცენცია გამოიყენება, როგორც ბიოინდიკატორი- მის შუქზე დაკვირვებით ეკოლოგები იგებენ ზღვის ქიმიურ დაბინძურებაზე, მჟავიანობაზე ან კლიმატურ ცვლილებებზე.

მეცნიერები უკვე მუშაობენ იმაზე, რომ ბიოლუმინესცენცია ვაქციოთ ქალაქის განათების წყაროდ (ეკოლოგიური განათება);

  1. განათება გარემოს დაზიანების გარეშე. მომავალში ბიოლუმინესცენტურ მცენარეებს შეუძლით შეცვალონ ქუჩის ნათურები- წარმოიდგინე ქალაქი, სადაც განათება ცოცხალი ბუნებიდან მოდის, ელექტროენერგიის გარეშე.
  2. გამოიყენონ როგორც მცენარეული განათება შენობაში ( ბიო მცენარე)
  3. ბიოლუმინესცენციამ შთააგონა ტექნოლოგიური განვითარება

იქმნება ბიოანათებები- ნათურები, რომლებიც სინათლეს გამოყოფენ ცოცხალი ბაქტერიების დახმარებით.

. სმარტ ქსოვილები, რომლებიც ბიოლუმინესცენტური რგოლებით შეიძლება ანათებდნენ სიბნელეში.

. საშინაო დეკორი, რომელსაც სინათლეს ბაქტერიები აწვდიან ელექტროენერგიის გარეშე.

ბიოლუმინესცენციის ყოველდღიურ ცხოვრებაში დანერგვა უკვე სცადა კომპანიამ Glowee. საფრანგეთში, კერძოდ პარიზში უკვე იყენებენ ბიოინჟინერიით შეცვლილ ზღვის ბაქტერიებს (მაგ. Vibro fischeri) დროებითი დეკორატიული ან ატმოსფერული განათებისათვის.

ეს უკვე აღარ არის მხოლოდ ფანტასტიკა- ეს არის კვლევადი რეალობა, რომელიც წელსაც აქტიურად მუშავდება სხვადასხვა უნივერსიტეტებში.

ეს ბუნებრივი სინათლე- სუფთაა ლამაზი და მდგრადია. ამასთან აღმოჩნდა ,რომ ტექნოლოგიური პროგრესი აუცილებლად არ ნიშნავს ბუნებისგან დაშორებას- პირიქით, შესაძლოა ბუნება იყოს ჩვენი მომავლის გზამკვლევი.

ამ ბუნებრივ პროცესში ერთმანეთთანაა გადაბმული – ბიოლოგია, ენერგია, სილამაზე, მეცნიერება და მომავალი.

ბიოლუმინესცენცია– ეს არის მტკიცებულება , რომ ბუნება ჯერ კიდევ ასწავლის ადამიანს ენერგიის ახალ გზებს.

. ის აერთიანებს ენერგიას და სიცოცხლეს.

. იძლევა მედიცინაში ინოვაციების დანერგვის  შესაძლებლობებს.

. იცავს გარემოს დაბინძურებისაგან.

. შთააგონებს ტექნოლოგიებს

და რაც მთავარია – ის ადასტურებს, რომ სინათლე მხოლოდ ელემენტებში არ ცხოვრობს, ის შეიძლება იყოს ცოცხალი, თბილი, ეფექტური, ბუნებისგან მოწოდებული.

  • ბიოლუმინესცენცია მხოლოდ ლამაზი ფენომენი არ არის- ის არის ხიდი ენერგიასა და სიცოცხლეს შორის. ის გვიჩვენებს, რომ სინათლის შექმნა შეიძლება ბუნებრივად, სუფთად და საოცრად ეფექტურად.
  • „მეცნიერებისთვის ეს შუქი არის გზა – მომავლის ტექნოლოგიებისკენ, სუფთა ენერგიისკენ და ეკოლოგიური ბალანსისკენ, ჩემთვის კი და იმედი მაქვს თქვენთვისაც
  • ეს შუქი არის შთაგონება, რომ ვისწავლოთ ბუნებისგან და ავაშენოთ მომავალი, რომელიც სინათლით იქნება სავსე“.

დღეს როცა ჩვენს რეგიონში ენერგეტიკული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს განვითარება ბუნების პატივისცემით და მეცნიერების შთაგონებით წარიმართოს. ბიოლუმინესცენცია გვიჩვენებს, რომ ენერგიის მიღება შესაძლებელია სიცოცხლესთან ჰარმონიაში- მინიმალური დანაკარგითა და ეკოლოგიური ზიანის გარეშე.

ამიტომაც, ვფიქრობთ რეკომენდებულია განვითარდეს ეკო განათლება სკოლაში, რათა მომავალი თაობები ენერგიას აღიქვამდნენ არა მხოლოდ , როგორც რესურსს, არამედ როგორც სიცოცხლის მფრქვეველ ძალას.

ამასთან, შესაძლებელია გარემოს დაცვით და ენერგტიკულ საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო უწყებებმა განიხილონ ეკო მსუბუქი განათების ინოვაციები – მათ შორის ბიოლუმინესცენციური ტექნოლოგიები- საზოგადოებრივი სივრცეების განათებისათვის, რაც იქნება, როგორც სიმბოლო ბუნებასთან ჰარმონიისა, ასევე მდგრადი განვითარების გზაც.

ეს ნაშრომი წარმოდგენილი იყო შემოქმედის საჯარო სკოლის რიგით მესამე კონფერენციაზე. წელს, სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია კომპანია „პარვუს ჯგუფის“ საგანმანათლებლო სოციალური პროექტის ფარგლებში  ჩატარდა.

ნაშრომის ავტორები:   სსიპ- აკაკი სურგულაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის

სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლა

მოსწავლეები: ლიზი ხვინგია – მე-9 კლასის მოსწავლე;

თათია ვანიძე – მე-9 კლასის მოსწავლე

მასწავლებელი: ირმა გირკელიძე

ცოცხალი სინათლე
გაზიარება5Tweet3Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი

ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

14:21; 13 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

08:50; 13 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:03; 12 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11 სექტემბერი, 2026

ბინაში მოწყობილი ლაბორატორია ნარკოტიკის დასამზადებლად და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა- რაზე ისაუბრეს შსს-ში

"პოლიტიკურ მოტივებზე მე ვერ ვისაუბრებ, მე არ ვარ პოლიტიკოსი"- ლევან იოსელიანი

ყველა სიახლე

სამართალი

ავარია რუსთავში: ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

17:34; 13.09.2026
ფეისბუქსტატუსები

სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

16:28; 13.09.2026
მთავარი

ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

14:21; 13.09.2026
ფეისბუქსტატუსები

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026
პოლიტიკა

მარატ კამბოლოვი: სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან სატრანზიტო გზისთვის მზად არ არის

12:24; 13.09.2026
პოლიტიკა

პროფესიული განათლების კრედიტები უმაღლეს სასწავლებლებში ჩაითვლება – მთავრობა ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს

11:45; 13.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია სამი მოქალაქე

11:25; 13.09.2026
სამართალი

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

11:02; 13.09.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

10:57; 13.09.2026
პოლიტიკა

ჯანდაცვის სამინისტრო: საქართველო B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით ოქროს დონის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება

10:46; 13.09.2026
სამართალი

მრავალსართულიანი კორპუსის აივნის მოაჯირი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

10:13; 13.09.2026
მსოფლიო

ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

10:01; 13.09.2026
ზაფრანი

რომელ 2 ნიშანს ელოდება დიდი ცვლილებები ხანგრძლივი სტრესული პერიოდის შემდეგ? – ასტროლოგების პროგნოზი

9:44; 13.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

8:50; 13.09.2026
სამართალი

ბრალდებული ექიმი, რომელსაც სასამართლომ 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა, გათავისუფლდა

21:06; 12.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

16:28; 13.09.2026
0

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო