| შემოქმედის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლის ეთერ გოგოლაშვილის საკონფერენციო პრეზენტაცია
თემის ხელმძღვანელი პედაგოგი ალა ჩხატარაშვილი
სასწავლო შემოქმედებითი კონფერენცია „ენერგია – უხილავი და ხილული, მეცნიერებასა და ყოფა-ცხოვრებაში“ შემოქმედის საჯარო სკოლაში „პარვუს ჯგუფის“ მხარდაჭერით ჩატარდა. რა არის ენერგია? ჩვენი კონფერენციის ფორმატში ვისაუბრეთ ენერგიის სხვადასხვა ფორმებზე, გავიგეთ ქარის, სინათლის, წყლის და სხვა განახლებადი ენერგიების შესახებ, შევხედეთ ფიზიკის, მათემატიკის, გეოგრაფიისა თუ ბიოლოგიის ჭრილში. ჩემი მიზანია, დაგანახოთ ენერგია იმ კუთხით, რომლითაც მასზე შესაძლოა არასდროს გიფიქრიათ. . ჩვენი თემის უკეთ გასაგებად მოვიყვან მაგალითს, რომელიც ყველა ჩვენგანს გადაგვხდენია. ყველას გვქონია შემთხვევა, როცა, ერთი შეხედვით, არაფრით გამორჩეულ ადამიანთან კომუნიკაციის შემდეგ თავი დაღლილად და გამოფიტულად გვიგრძნია. შესაძლოა, რომ ამ ადამიანთან კომუნიკაციის შემდეგ თავის ტკივილი და უგუნებობა გაგჩენიათ. გვიკვირდა, თუ რა იყო ამის მიზეზი, მაგრამ ახსნას ვერ ვპოულობდით. .ყოველ ადამიანს აქვს საკუთარი ენერგეტიკა, ანუ აურა. აურა ისეთივე ინდივიდუალურია, როგორც პიროვნება. ადამიანის აურა, ეზოთერული სწავლების მიხედვით, არის უხილავი ენერგეტიკული გარსი, რომელიც იცავს ადამიანს . მისი წარმოდგენა შეიძლება ადამიანის გარშემო არსებული ენერგეტიკული ველის ან ნათების სახით. ეზოთერიკოსები გვეუბნებიან, რომ აურის ფერი, ფორმა და ინტენსივობა ასახავს ადამიანის სულიერ, ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობას. აურა შეიძლება სხვადასხვა ფერის იყოს. აურის სხვადასხვა ფერი ასოცირდება ადამიანის გარკვეულ თვისებებთან და მდგომარეობებთან. მაგალითად: ლურჯი-სიმშვიდესთან, წითელი-ენერგიულობასთან, თეთრი კი სიწმინდესა და სულიერებასთან. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცნობიერად ან გაუცნობიერებლად იჭრებიან სხვის ბიოველში (აურაში) და იკვებებიან სხვა ადამიანის ენერგიით, ემოციებითა და დროით. ასეთ ადამიანებს ენერგოვამპირები ჰქვია. ენერგოვამპირი: გამუდმებით წუწუნებს, უყვარს კამათი, არღვევს თქვენს პირად სივრცეს, საუბრობს მხოლოდ საკუთარ თავზე, არ შეუძლია თანაგრძნობა, სხვისი დამცირებით თავს უკეთ გრძნობს; მოითხოვს მისი საჭიროებები თქვენსაზე წინ დააყენოს;გაცლით ენერგიას; გღლით და გრთგუნავთ;ცდილობს ცუდ განწყობაზე დაგაყენოთ; თქვენგან წართმეული ენერგიის მიღების შემდეგ თავს კარგად გრძნობს.
ენერგოვამპირების ტიპები მსხვერპლი: – ყოველთვის უგუნებოდაა, გამუდმებით წუწუნებს. ისინი ყოველთვის უკმაყოფილონი არიან ჯანმრთელობით,საცხოვრებელი პირობებით,ამინდით, სამუშაოთი, გარშემომყოფებით,. ახასიათებთ დეპრესიულობა და მოთქმა. სჭირდებათ მხოლოდ თქვენი თანაგრძნობა, რაც მათი ენერგიის წყაროა. კრიტიკოსი: -ყოველთვის ყველას აკრიტიკებს; -პოულობს ხარვეზებს ყველაფერში. – ისინი პოულობენ თანამოსაუბრის სუსტ წერტილებს და მასზე ზეწოლას ახდენენ. მუდმივად ცხვირს ყოფენ სხვის საქმეში და ადამიანების გაკრიტიებითა და გაკიცხვით იღებენ ენერგიას. – ისინი მუდმივად რჩევა-დარიგებებსა და მითითებებს იძლევიან. დომინანტი: -უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა; – აზვიადებს პრობლემას; – ქმნის დრამას ყველაფრისგან და მუდამ ყურადღების მიქცევას ცდილობს. პასიური აგრესორი: -ირონიული, შეფარვითი; -თრგუნავს თავის რისხვას და აგრესიას პირდაპირ არ გამოხატავს, მაგრამ მას მაინც აქვს ხერხები, თქვენი ცხოვრება აუტანელი გახადოს. ასეთი ადამიანი შეურაცხყოფას პირდაპირ არ გაყენებთ, არამედ ირიბად. ისინი კარგი მანიპულატორები არიან და მანიპულაციების წყალობით, აიძულებენ ადამიანებს, შეუსრულონ სურვილები ისე, რომ არ უთხრან თუ რა სურთ. როგორ ამოვიცნოთ ენერგოვამპირი საზოგადოებაში? ყველა ტიპის ენერგოვამპირი რეაგირებს და მოქმედებს სხვადასხვანაირად. მაგალითად, თქვენ განუცხადეთ მეგობრებს ან კოლეგებს, რომ იყიდეთ მანქანა: -მსხვერპლი: „ეჰ, მე კი უკვე ხუთი წელია, რაც ვერ მოვახერხე… სად ჰქონდა ამის ფული!“ -კრიტიკოსი: „ფერი რაღაცნაირად უცნაურია… სად ჰქონდა თვალები, როცა ყიდულობდა?’’ -დომინანტი : „ ჩემი უკეთესია! დავეხმარებოდი არჩევანში,მაგრამ მას ხომ ჩემი არ ესმის!“ -პასიური აგრესორი :“ეს ახლა მანქანაა?! რას ჰგავს!ნეტა რამდენი წლისაა? რამდენი გადაიხადა ამაში? მე შარშან ამავე ფასად ახალი ვიყიდე ! ’’ არავინ იბადება ენერგოვამპირად.ფსიქოლოგია განსაზღვრავს რამდენიმე მიზეზს, თუ რატომ სჭირდება ადამიანს სხვისი ენერგიის ’’მითვისება’’: 1.მიტოვების, შეუმჩნევლობის შიში;
4.ემოციის მართვის უუნარობა. ენერგოვამპირს სურს თავი მნიშვნელოვან ადამიანად იგრძნოს. ის ამას სხვების დამცირებისა და კონტროლის ხარჯზე აღწევს.ხშირად ეს არის შეძენილი ქცევა, რომელიც ბავშვობიდან იღებს სათავეს. როგორ დავიცვათ თავი ენერგოვამპირებისგან? მიუხედავად იმისა, რომ ენერგოვამპირების არსებობა მეცნიერების მიერ არ არის დადასტურებული, ზოგიერთი ფსიქოლოგიური ტექნიკა დაგეხმარებათ თავი დაიცვათ სხვების უარყოფითი გავლენისგან: -არ აჰყვე პროვოკაციას; -დააწესე საზღვრები; -შეამცირე კონტაქტი; -მოერიდე კამათსა და კონფლიქტს; -დაიცავი თავი სხვისი გავლენისგან; -ნუ მისცემ უფლებას ცხოვრება ჯოჯოხეთად გიქციოს; -იყავი ოპტიმისტი; -დაცვის ძლიერი იარაღია სიტყვა, დადებითი ემოცია და განწყობა; -არასოდეს დაგავიწყდეს, პოზიტიური ემოციების მქონე ადამიანისთვის სამყარო ნათელი, მხიარული და მეგობრულია. აქვე მცირე ტესტი იმის გასარკვევად, ხართ თუ არა მიდრეკილი ენერგოვამპირობისკენ: შემდეგ 9 კითხვას „კი“ ან „არა“ უპასუხეთ. ეცადეთ გულწრფელად გასცეთ პასუხები. პასუხი „კი“ -1 ქულა, „არა“- 0 ქულა. . კითხვარი:
7.მეგობრებთან და ახლობლებთან ხშირად ჩხუბობთ ,თვლით რომ ეს მათი ბრალია?
გამოკითხვის შედეგები:
0-2 ქულა-გილოცავთ! თქვენ ენერგოვამპირის ნიშნები არ გაქვთ. 3-5 ქულა- თქვენ ენერგოვამპირობისკენ მიდრეკილი ხართ. 6-8 ქულა-თქვენ ენერგოვამპირი ხართ! 9 ქულა- თქვენ ძლიერი ენერგოვამპირი ხართ!
როგორ უნდა მოიქცე, თუ აღმოაჩინე , რომ ენერგოვამპირობისკენ ხარ მიდრეკილი: -გააანალიზე საკუთარი ქცევა; – დაფიქრდი ნეგატიურად ხომ არ ზემოქმედებ სხვაზე, ეგოიზმის ნიშნებს ხომ არ ავლენ; -გაიზარდეთ პოზიტიური ენერგია საკუთარ თავში; -პატივი ეცი ადამიანის პირად საზღვრებს; -დაიცავი დროის ლიმიტი ურთიერთობისას; -მოუსმინე მოსაუბრეს. გჯერათ თუ არა ენერგოვამპირების არსებობის, მნიშვნელოვანია იზრუნოთ თქვენს და სხვის ემოციურ კეთილდღეობაზე , დაიცვათ თავი სხვისი უარყოფითი გავლენისგან და არც სხვა მოაქციოთ უარყოფით ემოციაში. საზღვრების დაწესების სწავლა, საკუთარ თავსა და სხვებზე ზრუნვა, პოზიტიური ცნობიერებისბის შენარჩუნება დაგეხმარებათ თავდაჯერებულად და ენერგიულად იგრძნოთ თავი ნებისმიერ სიტუაციაში.
|
Developed By Web Features 2025 © All rights reserved

































































