საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის მონაცემებით, საქართველოში მსუბუქი ავტომობილების რაოდენობა 1 534 600 შეადგენს. ავტომობილების 81%-ის ასაკი 10 წელზე მეტია. 2 წელზე ნაკლები ასაკის ავტომობილები სრული რაოდენობის მხოლოდ 1.8%-ს შეადგენს.
რაც შეეხება ავტობუსებს და მიკროავტობუსებს, მათი რაოდენობა 54 600-ს შეადგენს და 10 წელზე მეტი ასაკისაა 92.7%, 2 წელზე ნაკლების კი 1.6%.
საქართველოში 125 700 სატვირთო ავტომობილია, 91.7% არის 10+ წლის, 2.2% კი 2 წელზე ნაკლები ასაკის.































































