როგორი ამინდი იქნება საქართველოში მომდევნო 1 თვის განმავლობაში. – ამის შესახებ სინოპტიკოსი, ხათუნა ქოქოსაძე „პრაიმტაიმთან” საუბრობს.
„საქართველოში, 17 ოქტომბრიდან მოსალოდნელია უნალექო ამინდები. 18, 19, 20 ოქტომბრამდე – ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა + 25 გრადუსი დაფიქსირდება.
21 ოქტომბრიდან, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, მოსალოდნელია წვიმა. შესაძლებელია ძლიერიც. აქ ჰაერის ტემპერატურა, 18 გრადუსი იქნება.
22 ოქტომბრიდან – 25-მდე, კვლავ გამოიდარებს და უნალექო ამინდები იქნება. ჰაერის ტემპერატურა კვლავ მოიმატებს და +26, +27 გრადუსამდე იქნება.
რაც შეეხება ნოემბერს – ნოემბრის თვე ნორმის ფარგლებში იქნება. ნალექიც ნორმის ფარგლებშია მოსალოდნელი და ჰაერის ტემპერატურაც. (დასავლეთ საქართველოში, საშუალო ტემპერატურა დაახლოებით, 11 – 12 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში 7 – 9 გრადუსი)
ნოემბერში, ტემპერატურა, 5-7 გრადუსით დაბლა დაეცემა.
რა თქმა უნდა, გრილი თვე იქნება, თუმცა ცალკეულ დღეები აქაც შესაძლებელია, რომ ტემპერატურამ მოიმატოს +26 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთში +22, +23 გრადუსი დაფიქსირდება.
ასევე ნოემბრის ბოლოსკენ, შიდა ქართლში მოსალოდნელია, რომ მინუსამდეც დაიწიოს ტემპერატურამ. სანაპირო ზოლს რაც შეეხება, აქაც მოსალოდნელია ტემპერატურის ვარდნა“,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ სინოპტიკოსი.


























































![Young couple sitting on a sofa, drinking, talking. Click here for more "people at home" images:
[url=my_lightbox_contents.php?lightboxID=1507925][img]http://www.nitorphoto.com/istocklightbox/peopleathome.jpg[/img][/url]](https://gurianews.com/wp-content/uploads/2026/02/kalimamakaci-360x180.jpg)





