დღეს 2025 წლის თვითმმართველობის შედეგად არჩეული ლანჩხუთის საკრებულო პირველად შეიკრიბა.
საკრებულოს უფლებამოსილების ცნობის შემდეგ ჯერი პროცედურულ საკითხებზე მიდგა. ახლადარჩეულ საკრებულოში თავმჯდომარის პოსტის დასაკავებლად, სახელისუფლებო პარტიამ ბესიკ ტაბიძის კანდიდატურა დაასახელა და უკონკურენტო კანდიდატმა 29 ხმა მიიღო.
საკრებულოს 32 წევრიდან თავმჯდომარის არჩევაში მონაწილეობა 31 დეპუტატმა მიიღო, მათ შორის ,,გირჩისა” და ,,გახარია საქართველოსთვის” პარტიის წარმომადგენლებმა, მხოლოდ ,,ძლიერი საქართველო-ლელოს” გუნდის წევრმა, გოჩა ჯანაშიამ თქვა უარი პროცედურაში მონაწილეობის მიღებაზე.
ცნობისთვის, ტაბიძე მეოთხე მოწვევის საკრებულოს წევრია და ზედიზედ მესამედ დაიკავა თავმჯდომარის პოსტი.
არჩევის შემდეგ ტაბიძემ ტრიბუნა დაიკავა და მადლობა გადაუხადა გუნდის წევრებსა და საკუთარ ოჯახს, მეუღლეს.
ავტორი

































































