IPI მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, გადადგას სასწრაფო და კონკრეტული ნაბიჯები დაუსჯელობის გლობალური კრიზისის დასასრულებლად და შეასრულოს საერთაშორისო სამართლის მიხედვით გათვალისწინებული ვალდებულებები მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად, სისხლისსამართლებრივ დევნაში გასამართლებლად და დასასჯელად.
“ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ჩვენს 2025 წლის გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომლითაც მოვუწოდებთ სახელმწიფოებს, გამოიჩინონ პოლიტიკური ნება, რომელიც აუცილებელია პრესის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების დაუსჯელობის წინააღმდეგ საბრძოლველად, რაც აძლიერებს ავტორიტარიზმს მთელ მსოფლიოში”,_ აცხადებს „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IPI).
„ცხადია, რომ მხოლოდ კანონები და საერთაშორისო შეთანხმებები საკმარისი არ არის: საჭიროა პოლიტიკური ნება და ისეთი პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც ერთგულნი არიან კანონის უზენაესობის დაცვისადმი – სწამთ თავისუფალი საზოგადოებისა და წესებსა და უფლებებზე დაფუძნებული წესრიგის – მზად არიან პრაქტიკაში დაიცვან ეს ვალდებულებები და პრინციპები. ეს ნიშნავს, რომ მათ უნდა გამოიძიონ, გაასამართლონ და დასაჯონ ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, მაშინაც კი, როდესაც სამართლიანობის მიღწევა პოლიტიკური მოკავშირეებისა და გავლენიანი ელიტისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას გულისხმობს“,_ აცხადებს „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“.
ინფორმაციისთვის, 2 ნოემბერი- ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა დაუსჯელობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.































































