ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების ინფორმაციით, 7 – 9 ნოემბერს ხელვაჩაურში ბერძნულ – რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ ყველა დროის გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური ტურნირი, უმცროს ჭაბუკებში გაიმართა.
ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების ბ/ რ ჭიდაობის სექციის სპორტსმენებმა და შინ 17 მედალი, მათ შორის 5 ოქრო, 4 ვერცხლი და 8 ბრინჯაო , ჯამში 17 მედალი წამოიღეს.
I ადგილი: დავით ცინარიძე – 29კგ, ზურაბ მუჯირი. – 30 კგ, რომანოზ თოიძე – 32 კგ, მწვრთნელი – კახაბერ აბაშიძე.
საბა ჭელიძე – 68 კგ, მწვრთნელი – გურამ მაჭარაშვილი. აჩი ასანიძე – 26 კგ, მწრთვნელი – ფრიდონ აბაშიძე.
II ადგილი: დავით დოლიძე – 29 კგ, მწვრთნელი – კახაბერ აბაშიძე, საბა სუთიძე – 85 კგ, ლუკა თოხაძე – 41 კგ, ნიკა თოხაძე – 44 კგ, მწვრთნელი – ლაშა გუჯაბიძე.
III ადგილი: რომან დოლიძე – 41 კგ, მათე ვაფიჩაძე – 48 კგ, მალხაზ კეკელიძე – 57 კგ, გიორგი მათითაიშვილი – 52 კგ, ირაკლი მათითაიშვილი – 32 კგ, გაბრიელ ავალიანი – 41 კგ, საბა დოლიძე – 29კგ, მწვრთვნელი კახაბერ აბაშიძე. საბა მიქაძე – 48 კგ, მწვრთნელი – ლაშა გუჯაბიძე.
გამარჯვებულ და პრიზიორ მოჭიდავეებს სიგელები , მედლები და თასები გადაეცათ.





































































