ესპანეთის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით ორ მატჩში ლამინ იამალი ვერ დაეხმარება,_ აღნიშნულ ინფორმაციას ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ესპანურმა მხარემ იამალის 7-დან 10-დღემდე დასვენების გადაწყვეტილება ტრავმის პრევენციის მიზნით მიიღო.
როგორც ცნობილია, იამალს ნაკრების განაცხადში ხორხე დე ფრუტოსი შეცვლის.





































































