“ქართლის ამბების” ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ბელეტაჟის ტიპის სახლი მთლიანად დაიწვა, ხოლო 6-სულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა.
,,სახლის სახურავი ორი წლის წინ გაარემონტეს, სულ წყალი ჩასდიოდათ ხოლმე. ამ სახლში 6 ადამიანი ცხოვრობდა”, – ამბობენ საქაშეთში.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ,, რომ ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.





























































