ინგრედიენტები:
თაფლი 2 ჩ/კ
დარიჩინი 1 ჩ/კ
წყალი 250 მლ
მომზადების წესი:
აადუღეთ ჭიქა წყალი.
ჩაყარეთ დარიჩინი ქვაბში, დაასხით ადუღებული წყალი, დააფარეთ თავსახური და გააჩერეთ ცოტა ხანს.
როცა დარიჩინიანი წყალი გაგრილდება, დაუმატეთ თაფლი. თაფლი ცხელ წყალში არავითარ შემთხვევაში არ გახსნათ.
დალიეთ მომზადებული ერთი ჭიქა სასმლის ნახევარი ძილის წინ. რაც დარჩება, დაახურეთ თავსახური და მაცივარში შეინახეთ. მეორე დილით, ისე რომ არ შეათბოთ, დალიეთ დარჩენილი სასმელი.


































































