ქალაქ ოზურგეთში, ჭადრების პარკში და თეატრალურ მოედანზე გახმოვანების სისტემის მოწყობა მოხდება _ ამისთვის ტენდერი უკვე გამოაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ.
შესყიდვის გამოცხადების თარიღია 17 ნოემბერია, წინადადების მიღება 25 ნოემბერს დაიწყება და დასრულდება 27 ნოემბერს.
ამ საკითხის მოგვარებისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 47 526 არის გამოყოფილი.





























































