ორგანიზმის ტოქსინებისგან გაწმენდა არა მხოლოდ კანის ფერს აუმჯობესებს, არამედ ადამიანის განწყობას და ხასიათსაც.
ორი დღის მანძილზე ჩვეულებრივ იკვებეთ, უბრალოდ რაციონიდან გაზიანი სასმელები, ცომეული და ტკბილეული გამორიცხეთ.
დღე სპეციალური დეტოქს-სასმელით დაიწყეთ.
დილის დეტოქს–კოქტეილი
ჭიქა წყალი;
1 ს/კ თაფლი;
ნახ. ჩ/კ დაფქვილი კოჭა;
1 ჩ/კ დაფქვილი დარიჩინი;
1 ს/კ ლიმონის წვენი
აადუღეთ წყალი, შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს და დაასხით მდუღარე. დააცადეთ გაციება და შეუსვენებლად დალიეთ, როდესაც ოთახის ტემპერატურის იქნება.
საღამოს დეტოქს–კოქტეილი
2 პომიდორი;
2 კბ. ნიორი;
2 ს/კ ლიმონის წვენი;
ჭიქა წყალი.
ყველა ინგრედიენტი ბლენდერში მოათავსეთ, ათქვიფეთ, დაასხით წყალი და ძილის წინ დალიეთ. მთავარია, რომ ამის შემდეგ აღარაფერი ჭამოთ!

































































