ავარია მოხდა რუსთავი-თბილისის ავტობანზე. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო შეეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა რუსთავის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამაშველო და პოლიციის ეკიპაჟები.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.






























































