“რუსთავი 2″-ის ინფორმაციით, თბილისის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი ტრაილერი შეეჯახა. შემთხვევა 6 იანვარს მოხდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “რუსთავი 2-ს” განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.





























































