გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლების მიერ უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტები გამოვლენილია აჭარაში, გურიაში, სამეგრელოში, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში.
სისტემური ღონისძიებების შედეგად, ბოლო წლებში, უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების კლება ფიქსირდება. 2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, ტყით უკანონო სარგებლობის ფაქტები დაახლოებით 13%-ით შემცირდა. რაც შეეხება ბოლო 5 წლის სტატისტიკას, 2021 წელთან შედარებით, 2025 წელს უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტები დაახლოებით 50%-ითაა შემცირებული. სამართალდარღვევების შემცირება ფიქსირდება გასული და მიმდინარე წლების თვის მაჩვენებლებშიც – 2026 წლის იანვარში, 2025 წლის იანვართან შედარებით, დეპარტამენტის მიერ უკანონო ტყითსარგებლობის 20-ით ნაკლები – 127 ფაქტია გამოვლენილი.





































































