საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს.
“საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება საქართველოს პარლამენტში ამჟამად მიმდინარე საკანონმდებლო პროცესს, რომლის ფარგლებში განიხილება 7 საკანონმდებლო აქტში, მათ შორის, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ინიციირებული ცვლილებები.
გამომდინარე აქედან, საქართველოს სახალხო დამცველი შეაფასებს პარლამენტის მიერ საბოლოოდ დამტკიცებულ საკანონმდებლო ცვლილებებს და შესაბამისი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, სარჩელით მიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს”,_ აცხადებს სახალხო დამცველი.



































































