უზენაესმა სასამართლომ „ბათუმელებისა“ და ნეტგაზეთის თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის საჩივარი განსახილველად არ მიიღო.
„ნეტგაზეთის“ ცნობით, მზია ამაღლობელის ადვოკატები უზენაესი სასამართლოსგან ითხოვდნენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანასა და კონკრეტული საოქმო განჩინებების კანონიერების საკითხის განხილვას.
გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მიიღო შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე
მერაბ გაბინაშვილი
მამუკა ვასაძემ
მათ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღეს ანუ ამ საკითხზე მათი მონაწილეობით სხდომა არ ჩატარებულა.
უზენაესი სასამართლოს მიერ საჩივრის წარმოებაში არ მიღება ანუ მისი დაუშვებლად ცნობა ნიშნავს, რომ სასამართლო საერთოდ არ განიხილავს საქმის არსებით მხარეს, არ შეაფასებს მტყუან-მართალს და ძალაში ტოვებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ეს ნიშნავს, რომ დავა დასრულებულია, სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკვე კანონიერ ძალაშია შესული. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება საქართველოში აღარ შეიძლება.


































































