შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20226 წლის პირველი სამი თვის მონაცემები გამოაქვეყნა საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური ექსპერტიზის სამსახურში წარდგენილ პირთა სტატისტიკის შესახებ.
ამ მონაცემების თანახმად გურიაში ნარკოლოგიური შემოწმება სხვადასხვა ასაკის მქონე 127 პირს ჩაუტარდა.
შემოწმებულ პირებს შორის 18 წლამდე ასაკის 2 პირია.
ნარკოლოგიურ შემოწმებაზე დადებითი პასუხი 102 პირს აღმოაჩნდა. დადებითი პასუხის მქონე პირებიდან 100 საქართველოს, 1 რუსეთის, ხოლო 1 საბერძნეთის მოქალაქეა.






































































