“სამხრეთის კარიბჭეს” ინფორმაციით, ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მშემებარე კორპუსში შუახნის მუშა დაშავდა.
როგორც ერთ-ერთი თანამშრომელი “სამხრეთის კარიბჭესთან” აცხადებს, მუშას სავარაუდოდ თავში ბლოკი დაეცა.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ამწეს ზევით სართულრბზე სამშენებლო მასალები აჰქონდა.
სხვა დეტალი ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.
დაშავებული შუახნის მამაკაცი კატასტროფის ჯგუფს თბილისში გადაჰყავს. ადგილზე პოლიცია მუშაობს.




































































