30 ივნისს world chefs Association-ის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, Chefs Association Georgia.საქართველოს შეფთა ასოციაციის ორგანიზებით, ბათუმში ,სასტუმრო courtyard by marriott-ში ჩატარდა, შავი ყუთის პრინციპით, ნახევარფინალი. მასში მონაწილეობას იღებდა საქართველოს რვა კოლეჯი.
აქედან ერთ-ერთი, გურიაში, ოზურგეთში არსებული კოლეჯი „ჰორიზონტი“ გახლდათ.
აღნიშნული რვა მონაწილიდან მხოლოდ სამმა კოლეჯმა შეძლო ნახევარფინალში გადასვლა.
კოლეჯ „ჰორიზონტის“ გუნდი მესამე ადგილზე გავიდა და ბრინჯაოს მედალით დაჯილდოვდა.
_უახლოეს მომავალში ველოდებით საქართველოს ნახევარფინალს , სადაც ისევ წარსდგება კოლეჯ „ჰორიზონტის“ გუნდი. გამარჯვების შემთხვევაში მსოფლიო კონკურსში მონაწილეობას მივიღებთ, საფრანგეთში, _ ამბობენ გამარჯვებ უ ლ ი და გახარებული სტუდენტები.
„გურია ნიუსი“ ულოცავს და კვლავ გამარჯვებას უსურვებს კოლეჯის სტუდენტებს და მასწავლებლებს.
ავტორი
































































