ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზავრეთში, საკუთარ სახლში შუახნის კაცი გარდაცვლილი იპოვეს, მას ჭრილობა ყელში ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული. შსს-მ მომხდარზე გამოძება განზრახ მკველელობის მუხლით დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
შემთხვევა 14 ივლისს მოხდა.
„ჩაუტარდა ექსპერტიზა, ყელის არეში ცივი იარაღით ჰქონდა დაზიანება მიყანებული. არ ვიცი მკვლელობაა, თუ თვითმკვლელობა მიმდინარეობს გამოძიება“,- ამბობს გამოცემასთან ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ახალციხის ბიუროს ექსპერტი, დავით მერაბიშვილი.
გამოცემა jnews.ge წერს, რომ სოფელში სხვადასხვა, ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება: ნაწილი მკვლელობის ვერსიაზე საუბრობს, ნაწილი კი თვითმკვლელობაზე. მათივე ცნობით, 55 წლის კაცი სოფელში მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა.
შსს-ში განგვიცხადეს, რომ მომხდარზე გამოძება სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.




































































