6 წლის ქეთევან ჩხარტიშვილი ფოთში გამართული მე-19 საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირის გამარჯვებული გახდა, _ ქეთევანის გამარჯვების შესახებ “გურია ნიუსს” ინფორმაცია სოციალური ქსელის მეშვეობით მოაწოდეს.

qეთევანი ოზურგეთის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა სპორტსმენია. მისი მწვრთნელია თამარ ქათამიძე.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ტურნირზე მიღწეული ეს წარმატება ოზურგეთელი მოჭადრაკეებისთვის საკმაოდ იშვიათი და მნიშვნელოვანი შედეგია.
ქეთევანის გამარჯვება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მიზანდასახული შრომა და სწორი მომზადება საერთაშორისო დონეზეც მნიშვნელოვან წარმატებას იძლევა.






































































