დღეს 22 ივლისს, ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე სროლა იყო. წინასწარი ინფორმაციით, დაჭრილია 31 წლის კაცი.
“ბათუმელების” ინფორმაციით, თვითმხილველები ამბობენ, რომ სავარაუდო დამნაშავე ადგილზე მივიდა მოპედით, რამდმენჯერმე გაისროლა და სწრაფად დატოვა იქაურობა. მას სახეზე ნიღაბი ეკეთა.
ადგილზე იმყოფება პოლიცია.
დაჭრილი კაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი.


































































