გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში, 38 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი სახლში მარტო ცხოვრობდა და ის მეზობლებმა მას შემდეგ მოძებნეს, რაც რამდენიმე დღის განმავლობაში არ გამოჩენილა და არც სატელეფონო ზარებს უპასუხა.
სოფელში ამბობენ, რომ ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
ზუსტი გარემოებების დასადგენად, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.





































































