დღეს დილით, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ყვარლის მუნიციპალიტეტში, ალაზნის ხიდთან. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ორივე ავტომობილში მყოფმა მგზავრებმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს. მათგან ერთი, 29 წლის ქალი გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში გარდაიცვალა.
ექიმების ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო.
რაც შეეხება ავარიის შედეგად დაშავებულ სხვა პირებს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.


































































