ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქარიატაში, მდინარე ხობისწყალში 30 წლის ქალის ცხედრის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ქალი შვილებთან ერთად იმყოფებოდა მდინარის სანაპიროზე, რა დროსაც ერთ-ერთი შვილი დინებამ გაიტაცა.
ბავშვის გადასარჩენად დედა წყალში გადახტა.
ბავშვის ცხედარი მალევე იპოვეს, ხოლო ქალის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
































































