საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გომისმთის გზაზე ნაწილობრივ მოძრაობა აღდგენილია.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზის მე-16 კმ-ზე სავალი ნაწილის ცალ ზოლზე მოძრაობა აღდგენილია და ხორციელდება რევერსულად. ამასთან, აღნიშნულ მონაკვეთზე გრძელდება გზის გაწმენდითი სამუშაოები ავტოტრანსპორტის გადაადგილების სრულად აღსადგენად – აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


































































