https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

გივი მიქანაძემ არჩეულში აგარაკისთვის მესამე ნაკვეთიც იყიდა _ სოფელში არც სკოლაა და არც საბავშვო ბაღი

9:15; 9.09.2026
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

„გურია Today“ ვრცელ წერილს აქვეყნებს იმის შესახებ, რომ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ ლანჩხუთის სოფელ არჩეულში მესამე სააგარაკე ნაკვეთი იყიდა.

ლანჩხუთის საპატიო მოქალაქე გივი მიქანაძე სოფელ არჩეულში აგარაკის მშენებლობასთან დაკავშირებით, ოპოზიციის ხმაურს არ შეუშინდა და კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი იყიდა, _ წერს „გურია Today“.

გამოცემის ინფორმაციით, 2026 წლის 4 სექტემბერს, საჯარო რეესტრში შეტანილი განცხადების მიხედვით ირკვევა, რომ მაღალჩინოსანი ახლა უკვე სახელმწიფოს მიერ პრივატიზებული ქონების, 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთის დარეგისტრირებას ითხოვს.

რა მოხდა აქამდე?

2024 წელს, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 1608 კვ.მ. მიწის ნაკვეთი 2 ნაწილად გაიყო და აქედან ერთი (613 კვ.მ.) მინისტრმა აუქციონის შედეგად შეიძინა, ხოლო მის ღირებულებად, ქონებრივ დეკლარაციაში 8400 ლარი აქვს მითითებული.

2025 წლის თებერვალში, დარჩენილი 995 კვ.მ. სამად გაიყო _ 369 კვ.მ., 339 კვ.მ. და 92 კვ.მ. ნაწილებად. გაურკვეველია, სად „დაიკარგა“ დანარჩენი 195 კვ.მ. ფართი. მით უმეტეს, ახალი ნახაზი 995 კვ.მ.-ზე გაკეთდა, რაც გამორიცხავს, რომ დაზუსტებისას ფართი ნაკლები აღმოჩნდა.

2025 წლის მაისში, მიწის გაყოფისას, დარეგისტრირებული ყველაზე დიდი ნაკვეთი (369 კვ.მ.) მიქანაძემ უკვე გარიგების საფუძველზე, 5 000 ლარად შეიძინა. დეკლარაციაში შეძენის ფორმად ისევ აუქციონი მიუთითა, თუმცა საჯარო რეესტრის ამონაწერში აუქციონი ნახსენები არაა. შესაძლოა, ეს იყოს პირდაპირი მიყიდვის ფორმა.

2026 წლის 17 მარტს, მაღალჩინოსანმა საკუთრებაში არსებული ორივე ფართის გააერთიანების მოთხოვნით მიმართა საჯარო რეესტრს, რომელმაც სტანდარტული, 4-დღიანი ვადა არ გამოიყენა და 19 მარტს, მას 982 კვ.მ. დაურეგისტრირა.

შედეგად, სახელმწიფო საკუთრებაში დარჩა 2 ნაკვეთი _ 339 კვ.მ. და 92 კვ.მ. აქედან უფრო დიდ ფართზე, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2017 და 2025 წლებში გამოცემულ ბრძანებებს 2026 წლის 22 ივლისით დათარიღებულიც დაუმატა და სწორედ ეს სამი ბრძანებაა საჯარო რეესტრის ამონაწერში უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად მითითებული.

თუნუქის სახურავიანი შენობა გაუქმებული სკოლაა. მისგან მარცხნივ, დაბლარული სახით, გივი მიქანაძის სახელზე უკვე გაერთიანებული 982 კვ.მ. ფართია, კიდევ მარცხნივ წითელ და მწვანე ხაზებში მოქცეული ის 500 კვ.მ.-ია, რომლის საკუთრებაში დარეგისტრირების პროცესი ახლა მიმდინარეობს, დაბლარულის ზედა მხარეს, ვიწრო ზოლი, წითელ ხაზებში 92 კვ.მ.-ია, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაა.

როგორც ირკვევა, 339 კვ.მ. ნაკვეთზე ქონების სააგენტომ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს, წარუდგინა ახალი ბრძანება და დაზუსტებული აზომვითი ნახაზი, რის შემდეგაც დაარეგისტრირა გაზრდილი ფართი, 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე [161 კვ.მ.-ით გაზრდა, სავარაუდოდ, ე.წ. „შეტეხილი“ ფართის ხარჯზე მოხდა, რომელიც თავის დროზე 1608 კვ.მ.-ში არ შედიოდა _ იხილე ქვედა ილუსტრაცია].

სწორედ აღნიშნულ ფართზე საკუთრების უფლების მოთხოვნა აქვს გაკეთებული მინისტრს და საბოლოოდ, მის საკუთრებაში იქნება 1482 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. ბოლო ნაკვეთს რა ფასად შეიძენს, ამას გაისად შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში ვნახავთ.

ახლა რეალურად ძველი ნაკვეთიდან დარჩენილია 92 კვ.მ., რომელიც დღევანდელი 982 კვ.მ. ნაკვეთს მთელ სიგანეზე, წვრილ ზოლად გასდევს. ის იმდენად მცირეა, ვერ გასხვისდება და შესაბამისად, მინისტრმა რომც არ შეიძინოს, მის ფართს ხელს ვერ შეუშლის.

რა გამოდის? გივი მიქანაძეს არჩეულში 1482 კვ.მ. მიწის ნაკვეთის შესაძენად რთული გზა აირჩია. მან თავიდან არსებული 1608 კვ.მ. მიწის ნაკვეთის 92% ორჯერ დანაწილების შემდეგ 3 ნაკვეთად შეიძინა.

ასევე, მინისტრმა სამი ნაკვეთის შესაძენად სხვადასხვა გზა აირჩია: საკუთრების უფლების რეგისტრაცია სახელმწიფოს მიერ პრივატიზებულ ქონებაზე, აუქციონის წესი და სავარაუდოდ, პირდაპირი მიყიდვის ფორმა.

სად შენდება მინისტრის აგარაკი და არის თუ არა სოფელში სკოლა და საბავშვო ბაღი, რის „გარკვევაშიც“ ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

ლანჩხუთის ყოფილმა გამგებელმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივმა ლიდერმა, კახა ასკურავამ, 17 აგვისტოს, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გივი მიქანაძე სოფელ არჩეულში აგარაკს იშენებდა. მან მინისტრს მშობლიურ კუთხეში „დაბრუნების“ სურვილი შეუქო, თუმცა იქვე გააკრიტიკა _ რამდენიმე წლის წინ, სოფელში სკოლა რომ გააუქმეს და არც საბავშვო ბაღი არსებობს, ამითაც დაინტერესდითო.

მალევე მან „დააზუსტა“, რომ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი სახლს თურმე ყოფილი საბავშვო ბაღის ადგილზე იშენებსო.

მართალია, ოპოზიციონერს ეს არ უთქვამს, მაგრამ საზოგადოებაში გაჩნდა აღქმა, რომ შესაძლოა, მინისტრის აგარაკის მიწისთვის დაიხურა ბაღი. რეალურად, საბავშვო ბაღი, მინიმუმ 35 წელია, არ ფუნქციონირებს.

მაღალჩინოსანმა მალევე გასცა პასუხი და არამხოლოდ ოპოზიციონერს: თუ ბოდიშს არ მოიხდით, ცილისწამებისთვის გიჩივლებთო. თუმცა ასკურავას დღემდე არ მოუხდია ბოდიში და არც მიქანაძეს უჩივლია მისთვის.

შესაძლოა, ამის მიზეზი ისიც იყოს, რომ მან არ იცოდა და სავარაუდოდ, მოგვიანებით გაიგო _ მისი აგარაკი ნამდვილად ყოფილი საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე შენდება.

წითელი კონტური ძველი ნაკვეთისაა, სადაც საბავშვო ბაღის ერთსართულიანი შენობა იყო განთავსებული, რომელიც მარჯვენა მხარეს შავი ხაზებითაა მითითებული 2018 წლის ამონაწერში. ცისფერი წყვეტილი ხაზებით გივი მიქანაძის მიერ სხვადასხვა დროს ნაყიდი სამი ნაწილია _ 613 კვ.მ., 369 კვ.მ. და 500 კვ.მ., რომელიც 369 კვ.მ. იყო, მაგრამ „შეტეხილი“ ადგილის (შესამჩნევია წითელი ხაზებით) დამატებით შეივსო. მწვანე წყვეტილი ხაზით 92 კვ.მ. ფართია, რომელიც უკვე გაერთიანებულ 613 კვ.მ.-სა და 369 კვ.მ.-ს მთელ სიგრძეზე გასდევს და გზას ესაზღვრება

„გურია Today“-ის ადგილობრივები უყვებიან, რომ არჩეულში, ახლა უკვე გაუქმებული სკოლის ტერიტორიაზე კოლმეურნეობა ფუნქციონირებდა. 1979 წელს, შენობის მეორე სართულზე საბავშვო ბაღი განთავსდა, მაგრამ რადგან ფართი საკმარისი არ იყო, გვერდით აშენებულ ერთსართულიან შენობაში გადანაწილდა. ეს კი ის ადგილია, რომელიც ახლა მაღალჩინოსნის საკუთრებაა.

არჩეულში მდებარე სკოლამდელ-სააღმზრდელო დაწესებულებას „ნიგვზიანის ბაღის“ სახელი ჰქონდა და ავტობუსებით ბავშვები იქ მიმდებარე სოფლებიდანაც (ნიგვზიანი, ნინოშვილი, ხაჯალია) მიჰყავდათ. ხოლო კონკრეტულად ნიგვზიანში მაშინ არსებული მცირე ტიპის საბავშვო ბაღი მხოლოდ ჩაის ფაბრიკის თანამშრომელთა შვილებს ემსახურებოდა.

როგორც სოფელში გვიყვებიან, საბავშვო ბაღი განათლების სამინისტროს ბალანსზე იყო და ერთსართულიან შენობაში, სააღმზრდელო პროცესთან ერთად, საზეიმო ღონისძიებები ტარდებოდა, _ წერს „გურია Today“.

დაახლოებით, 1990-95 წლების შუალედში ბაღი დაიხურა, ხოლო 1995 წელს, კოლმეურნეობის შენობაში დაწყებითი სკოლა განთავსდა. რამდენიმე წელია, სკოლაც დაიხურა.

ადგილობრივთა მონათხრობით, ერთსართულიანი შენობის დაშლა დახურვიდან მალევე დაიწყო. ბოლოს, 2018 წლის ამონაწერშია დაფიქსირებული შენობა #1 (დანგრეული).

მას შემდეგ კი, ოფიციალურ დოკუმენტებში, საბავშვო ბაღის ნაკვალევი აღარ ჩანს და მინისტრმა ცარიელი ადგილი შეიძინა.

„ბაღი იქ კომუნისტების დროს იყო, მაგრამ მას შემდეგ თითქმის 40 წელი გავიდა. ჰოდა, რა დროს ბაღია. როცა მიქანაძემ მშენებლობა დაიწყო, იქ არანაირი შენობა-ნაგებობა არ ყოფილა. ტყულა ნუ იქავებთ ენებს“, _ წერს „გურია Today“-ის ფეისბუკის გვერდზე, კომენტარების ველში, ადგილობრივი ეთერ დარჩია.

იგი, ათწლეულებია, მუშაობს არჩეულში მდებარე ეგნატე ნინოშვილის სახ-მუზეუმში, რომელიც სავალალო მდგომარეობაშია.

სხვათა შორის, კახა ასკურავას მიერ მინისტრისადმი 17 აგვისტოს გაჟღერებულ მოთხოვნებში ზემოხსენებეული მუზეუმის მიხედვაც იყო.

არჩეულში დღეს არც სკოლაა და არც საბავშვო ბაღი. ხელისუფლების განცხადება, რომ „საბავშვო ბაღი იქ აშენდა, სადაც იყო“ და „სოფელში ბაღიც არის და სკოლაც“, სავარაუდოდ, გულისხმობს ნიგვზიანის ტერიტორიულ ორგანოს, რომლის შემადგენლობაშიცაა არჩეული, თუმცა იგი ცალკე სოფელია.

ზემოთ რეალური ამჟამინდელი ფოტო: მარცხნივ _ სკოლის შენობა, მარჯვნივ მინისტრის აგარაკი (მწვანე ღობით); ქვემოთ, ადგილობრივების მონათხრობზე დაყრდნობით, AI-ის მიერ გენერირებული ილუსტრაცია _ ძველი სკოლისა და ბაღის სავარაუდო იერსახე

აქვე აღსანიშნავია, რომ ბავშვების სიმცირის გამო, სრულად დატვირთული არაა ახალაშენებული ბაღი ნიგვზიანში, რომელიც მთლიან თემს ემსახურება და რამდენად საჭიროა სკოლამდელი სასწავლო დაწესებულება არჩეულში, ამის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობს.

რაც შეეხება დაწყებით სკოლას, ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლებისა და პედაგოგების ნაწილი თვლის, რომ 2023 წელს მისი გაუქმება უკანონოდ და მიზანმიმართულად მოხდა.

სოფელ ნიგვზიანის საჯარო სკოლის დირექტორი ამირან დობორჯგინიძე ამბობს, რომ „არჩეულის კორპუსი“, სადაც დაწყებითი კლასები იყო განთავსებული, შენობის ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დაიხურა.

იგი მინისტრს სოფელში სახლის აშენებას უწონებს და თვლის, რომ ეს მისაბაძი მაგალითია, რაც სოფლების დაცლას ხელს შეუშლისო.

„სკოლის კუთვნილ ტერიტორიას და მით უმეტეს, სკოლის შენობას არავინ შეხებია“, _ წერს დირექტორი ერთ-ერთ კომენტარში, თუმცა გივი მიქანაძისთვის არავის დაუბრალებია, რომ აგარაკს სკოლის ტერიტორიაზე იშენებს, ყოველ შემთხვევაში, საჯარო კომენტარებში ასეთი განცხადება არ გაკეთებულა, _ წერს „გურია Today“.

გივი მიქანაძე
გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

გურიასა და დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +31 გრადუსს მიაღწევს — უახლოესი დღეების პროგნოზი

13:06; 9 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

“სქაიტელის” მომხმარებლებს ოზურგეთში ინტერნეტი არ მიეწოდება

21:12; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

როდიდან გამოიდარებს საქართველოში _ რას ამბობს მეტეოროლოგი

21:09; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

18:55; 8 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

როდის დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ოზურგეთის საბავშვო ბაღებში

17:24; 8 სექტემბერი, 2026

ლაშა ნადარეიშვილი: “ასავალ-დასავალს” აფინანსებს წიწამური, სადაც ერთხელ უკვე გავარდა საბედისწერო ტყვია”

განათლების შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის - დარეგისტრირდით საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში

ყველა სიახლე

საზოგადოება

გურიასა და დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +31 გრადუსს მიაღწევს — უახლოესი დღეების პროგნოზი

13:06; 9.09.2026
სამართალი

პოლიციამ 107 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 3 პირი

13:00; 9.09.2026
სამართალი

პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავა

10:45; 9.09.2026
ფინანსები

მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ – ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ  თავს

10:20; 9.09.2026
ფინანსები

განათლების შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის – დარეგისტრირდით საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში

9:57; 9.09.2026
პოლიტიკა

ლაშა ნადარეიშვილი: “ასავალ-დასავალს” აფინანსებს წიწამური, სადაც ერთხელ უკვე გავარდა საბედისწერო ტყვია”

9:27; 9.09.2026
საზოგადოება

გივი მიქანაძემ არჩეულში აგარაკისთვის მესამე ნაკვეთიც იყიდა _ სოფელში არც სკოლაა და არც საბავშვო ბაღი

9:15; 9.09.2026
პოლიტიკა

“რაც პირველი მომხვდა ხელში, ის ვესროლე თავში იაგო ხვიჩიას”

8:19; 9.09.2026
პოლიტიკა

“რეციდივისტი ფარცხალაძე  გვყავდა მთავარ პროკურორად, რომელმაც ახლა უკრაინა უნდა დაიპყროს”

8:06; 9.09.2026
საზოგადოება

“სქაიტელის” მომხმარებლებს ოზურგეთში ინტერნეტი არ მიეწოდება

21:12; 8.09.2026
საზოგადოება

როდიდან გამოიდარებს საქართველოში _ რას ამბობს მეტეოროლოგი

21:09; 8.09.2026
სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში წარადგინეს

19:05; 8.09.2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

18:55; 8.09.2026
საზოგადოება

როდის დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ოზურგეთის საბავშვო ბაღებში

17:24; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე  ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია

17:19; 8.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო