„შესაძლოა, სიცოცხლე პლანეტაზე იმ ნივთიერების წყალობით ჩაისახა, რომელიც მიღებულია, ჩაითვალოს შხამად – ეს არის ფორმალდეჰიდი“, – განაცხადეს ამერიკელმა სწავლულებმა. სპეციალისტები ვაშინგტონში, კარნეგის სამეცნიერო ინსტიტუტის გეოფიზიკური ლაბორატორიიდან, შეისწავლიდნენ ნახშირბადის შემცველ მეტეორიტებს. ისინი ეძებდნენ დედამიწაზე ორგანული შენაერთების წარმოშობის გასაღებს, რის შედეგადაც ისინი მივიდნენ შეხედულებამდე, რომ ორგანული მოლეკულების საფუძველში სწორედ ფორმალდეჰიდია.
იმის შესამოწმებლად, ასრულებდა თუ არა სიცოცხლის წარმოშობაში ეს ნივთიერება რაიმე როლს, მკვლევრებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი. შედეგად, მათ მიიღეს შენაერთი, რომელიც მსგავსი აღმოჩნდა იმ შენაერთებისა, რაც ნაპოვნი იყო ქონდრიტულ მეტეორიტებში, ისევე, როგორც სხვა ასტეროიდებისა და კომეტების მტვრის ნაწილაკებში.
„ალბათ, ჩვენს არსებობას უნდა ვუმადლოდეთ ვარსკვლავთშორის ფორმალდეჰიდს. მაგრამ, ყველაზე პარადოქსული ისაა, რომ ეს შხამიანი ქიმიკატი შეუთავსებელია სიცოცხლესთან, რომლის შექმნაშიც ის თვით იღებდა უპირველეს მონაწილეობას“, – განაცხადა მკვლევარმა ჯორჯ კოდიმ. საქმე ისაა, რომ ფორმალდეჰიდის მოლეკულა შედგება ნახშირბადის, ჟანგბადისა და წყალბადის, ანუ, იმ – ნივთიერებების ატომებისგან, რომლებიც აუცილებელია სიცოცხლისთვის.
ეს ქიმიური რეაქცია, სწავლულთა სიტყვებით, შესაძლოა, ასევე, მონაწილეობას იღებდა მრავალი პირველადი ორგანული შენაერთების ფორმირებაში კოსმოსში. სავარაუდოა, აგრეთვე, რომ ფორმალდეჰიდი გახდა ძირითადი წყარო ნახშირბადისა, რომელიც იპოვეს მზის სისტემის უბრალო ციური სხეულების შემადგენლობაში.
ავტორი