ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ინფორმაცია ეროვნული ნაკრების გვერდზე ვრცელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, 5 ივნისს, თბილისში, ბორის პაიჭაძის დინამო არენაზე ვილი სანიოლის გუნდი ფარერის კუნძულებს დაუპირისპირდება. 8 ივნისს, საქართველოს ნაკრები აფრიკის ზონის წარმომადგენელს, კაბო-ვერდეს ნაკრებს ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს.
ორივე მატჩი საქართველოს ნაკრებისთვის მსოფლიოს 2026 წლის საკვალიფიკაციო რაუნდის მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენს.
ორივე ამხანაგური მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.