“გაცნობებთ, რომ რეზო ბერძენიშვილმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. შესაბამისად, აღნიშნული პოზიცია ამ ეტაპზე ვაკანტურია. გადაწყვეტილება მიღებულია მისი საკუთარი სურვილის შესაბამისად”, _ ნათქვამია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის მიერ მოწიდებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ „გურია ნიუსის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა დაბა ჩოხატაურში, რევაზ ბერძენიშვილმა პოსტი დატოვა.“გურია ნიუსი” ბერძენიშვილს დაუკავშირდა, მაგრამ მან კომენტარი არ გააკეთა.
მოგვიანებით კიდევ ვცადეთ მასთან დაკავშირება, მაგრამ მისი ტელეფონი გასულიყო მომსახურების ზონიდან.
ამ ეტაპზე ჩვენს ზარს არც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, მინდია ჟღერიამ უპასუხა.
ავტორი

































































