https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

    ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

    ავტობუსი ხევში გადავარდა- არიან დაღუპულები და დაშავებულები (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

    ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

    ავტობუსი ხევში გადავარდა- არიან დაღუპულები და დაშავებულები (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

22:44; 15.10.2021
კარმიდამო ჩემი
Share on FacebookShare on TwitterEmail

ჩვენი მკითხველები, დაინტერესებული მეურნეები, არაერთხელ გვეხმიანებიან და გვწერენ, დაწვრილებით ვუამბოთ დაფნის კულტურის თაობაზე, გავაცნოთ ამ კულტურის ეკონომიკური სარგებლიანობის ყველა ნიუანსი.

როგორც ცნობილია, კომუნისტური მმართველობის ხანაში, დაფნას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა საქართველოს სოფლის მეურნეობაში.

გასულ საუკუნეში დაფნა, ჩაისა და ციტრუსების შემდეგ, ერთ-ერთ შემოსავლიან კულტურად ითვლებოდა. იმ პერიოდისთვის მისი ფართობი 6-7 ათას ჰექტარს შეადგენდა.

პროდუქციის ძირითადი მომხმარებელი ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები იყო, მცირე ნაწილი კი გადიოდა ექსპორტზე. დღეისთვის მისი ფართობი 1500 ჰა-მდე აღირიცხება ცალკეული ნარგაობის სახით, ყოველწლიურად 4-5 ათასი ტონა პროდუქცია გადის ევროპისა და აზიის ათზე მეტ ქვეყანაში.

დაფნის პროდუქციაზე საექსპორტო მოთხოვნილების გაზრდამ ფერმერებს, ცალკეულ კომპანიებს, კერძო მოსახლეობას ამ კულტურის მიმართ სერიოზული ინტერესი გაუჩინა, ამიტომაც გაიზარდა მომართვიანობა, რათა დაფნის კულტურა შეტანილი იქნას “დანერგე მომავლის” მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტის ჩამონათვალში.

2017 წელს, ა(ა)იპ “ექსპორტის განვითარების ასოციაციის” მიერ, USAID/REAP-ის დავალებით ჩატარებული კვლევა-ანგარიში გამოქვეყნდა, რომელიც მოიცავს საქართველოში დაფნის წარმოების არსებულ და პოტენციურ მოცულობებს, ასევე, რეალურად მისაღწევ ხარისხის სტანდარტებს და საექსპორტო შესაძლებლობებს. ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო იქნება ამ ანგარიშიდან ყურადღება გავამახვილოთ ზოგიერთ მნიშვნელოვან ასპექტზე.

2016 წლის მონაცემებით, საქართველოში აღრიცხულია 1 500 ჰექტრამდე დაფნის ერთეული ხეები, საიდანაც საშუალო მოსავალი ერთ ჰექტარზე 3-დან 5 ტონას უდრის. მთლიანი წლიური მოცულობა შეადგენს 4-5 ათას ტონა დაფნის გამომშრალ ფოთოლს. საქართველოში მოქმედი დაფნის მწარმოებელი კომპანიები ნედლეულს უმეტესად მცირე საკარმიდამო ნაკვეთებიდან იძენენ, რომელთაგან თითოეულს საშუალოდ 2,5 ტონა დაფნის ნედლი ფოთლის (თავისი ნედლი ღეროებით) მიწოდება შეუძლია. დაახლოებით 5 კგ. ღეროიანი ნედლი ფოთოლია საჭიროა 1 კგ. გამომშრალი დაფნის ფოთლის საწარმოებლად.

სტატისტიკური მონაცემებით, ახლა ათი ათასი საკარმიდამო ნაკვეთია ჩართული დაფნის ნედლეულის მიწოდებაში. ამჟამად საქართველოში მხოლოდ რამდენიმე კომპანიას აქვს საკუთარი დაფნის ფოთლის პლანტაცია _ შპს “ქართული დაფნა” ფლობს 5 ჰა. დაფნის სამრეწველო პლანტაციას. შპს “დაფნა” _ 51 ჰა. პლანტაციას და “ჯუმათი” _ 61 ჰა-ს.

ამრიგად, საქართველოში წარმოებული მთლიანი მოცულობიდან, 2016 წლისთვის მხოლოდ 3%-ია წარმოებული სამრეწველო პლანტაციებიდან, დანარჩენი კი 97% კერძო საკარმიდამო ნაკვეთებიდან შეძენილი ნედლეულით. ამ პერიოდისთვის საქართველოში წარმოებული იქნა 4 135 ტონა საექსპორტო პროდუქცია.

საქართველოში დაფნის გამომშრალი ფოთლის საექსპორტო ფასები 2.2-დან 7.5 დოლარამდეა, ხოლო წვრილად დაჭრილ და დაფქვილ პროდუქციაზე 0.22-დან 1.6 დოლარამდე. ფასების ცვალებადობა დამოკიდებულია ფოთლის სიგრძეზე, ფერზე, ზომაზე, ეთერზეთების შემადგენლობაზე, გაუტეხელ და დაზიანებული ფოთლების პროცენტულ რაოდენობაზე.

დაფნის წარმოებისა და ექსპორტის სფეროში საქართველოს ჰყავს სერიოზული კონკურენტები. ასეთი ქვეყანაა თურქეთი, რომელიც დაფნის წარმოებისა და ექსპორტის მსოფლიო ლიდერად მიიჩნევა.

ამ, მცირედი, თუმცა, საინტერესო ექსკურსის შემდეგ, ჩვენს მოსახლეობას უნდა გაუჩნდეს საქართველოში წარმოებული დაფნის ფოთლის მოცულობების გადიდებისა და საექსპორტოდ პირდაპირი კავშირების ძიების ინტერესი და მოტივაცია. თუმცა, ბოლო წლების ინფორმაციით, მოძიებულია მრავალი ქვეყანა ევროპასა და აზიაში ხარისხოვანი დაფნის ფოთლის , ეთეროვანი ზეთის და სხვა პროდუქციის პირდაპირი ექსპორტისთვის. ამისთვის მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობის მქონე ევროკავშირის ქვეყნები, ჩინეთი და სხვა.

დღეისთვის დაფნის ნარგაობა, საიდანაც საექსპორტო პროდუქცია მზადდება, ველურ მდგომარეობაშია და მოვლა-პატრონობის სერიოზული დეფიციტს განიცდის. ძირითადი ოპერაცია, რაც ამ ნარგაობაში ტარდება, გახლავთ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ღერო-ფოთლების აჭრა და რეალიზაცია.

ნარგაობა მოკლებულია განოყიერების, ნიადაგის დამუშავების, შეწამვლისა და გასხვლა-ფორმირების აგროტექნიკურ ღონისძიებებს, ნედლეული ექსპორტიორების მიერ შეფასებულია, როგორც ბიოლოგიურად სუფთა პროდუქცია, მაგრამ თუ ჩვენ გვინდა პერსპექტივაში გადავიდეთ დაფნის სამრეწველო (შპალერული წესით) ნარგაობის გაშენებაზე, თავიდანვე გათვალისწინებული უნდა იქნას ამ კულტურის მოვლა-მოყვანის მეცნიერულად შემუშავებული კომპლექსური ღონისძიებების გატარება, რაც, უპირველეს ყოვლისა, გაზრდის ხარისხიანი ფოთლის მოსავლიანობას და ნედლეულში ეთერზეთების შემცველობას.

აღნიშნულ საკითხზე ჩვენს მიერ მზადდება კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებიც უახლოეს პერიოდში მიეწოდება მოსახლეობას.

რჩევა-დარიგება მოსახლეობას

ახლა რაც შეეხება დაფნის ძველ ნარგაობებს, რომლებიც ქაოტურადაა გაბნეული მოსახლეობაში. მათ მფლობელებს გვინდა მივაწოდოთ ზოგიერთი სახის რჩევა-დარიგებები და ის გასატარებელი ღონისძიებები, რაც მნიშვნელოვნად გაახანგრძლივებს მათ ექსპლუატაციას და გააუმჯობესებს ფოთლის ხარისხს.

უპირველეს ყოვლისა, დაფნის ინდივიდუალურ ნარგაობებში უნდა მოეწყოს მცენარეთა დათვალიერება-შემოწმება, პარალელურად ჩატარდეს შტამბისა და ვარჯის გაწმენდა ეკალ-ბარდისგან.

თებერვალ-მარტში ნარგაობის ქვეშ უნდა ჩატარდეს ნიადაგის შებარვა-გაფხვიერება. ახალგაზრდა ნარგაობაში ერთ ხეზე 0.5 კგ. ხოლო ხნიერ ნარგაობაში 1,0 კგ. რთული მინერალური სასუქი NPK (ამოფოსკა) შეტანა. სასურველია, ორგანული სასუქის (ნაკელი, ტორფ-კომპოსტი) ერთ ხეზე 20-40 კგ-ის შეტანა და ნიადაგის მულჩირება.

საქართველოს ტენიან სუბტროპიკებში (განსაკუთრებით, გურია-აჭარა) დაფნის ნაზ ყლორტებს და ფოთლებს აზიანებს სხვადასხვა სახეობის მჩხვლეტ-მწუწნი მავნებლები, აქვე ვითარდება სოკოვანი დაავადება, რომელთა წინააღმდეგ სასურველია წამლობის პერიოდული ჩატარება სპეციალისტის რეკომენდაციით.

დაფნის ხნიერ ხეებზე მიზანშეწონილია ყოველ 2 წელიწადში მოსავლის აღება 2-3-წლიანი ტოტების აჭრით, ხოლო ყოველ 5-6 წელიწადში სასურველია, მცენარეების უფრო მძიმედ გასხვლა ახალი იუვენილური ყლორტების განვითარების მიზნით. მოსახლეობაში ხშირია შემთხვევა, სადაც დაფნის ნარგაობა გაშენებულია ღობეების გასწვრივ ან ცოცხალ ღობედ შეკრული შპალერის სახით. ნუ შეეცდებით მცენარის ფესვის ყელზე აჭრას, აქაც ნიადაგის ზედაპირიდან 1.5 მეტრის სიმაღლეზე აწარმოეთ. ე. წ. შპალერული გასხვლა 2 წელიწადში ერთხელ, ნიადაგის სათანადო დამუშავებით, განოყიერებითა და ნაზი ყლორტების შეწამვლის აგროტექნიკური ღონისძიებების გამოყენებით.

მჟავე ნიადაგებზე გაშენებულ დაფნის ნარგაობებში ყოველ 4-5 წელიწადში სასურველია ერთ ხეზე 10-15 კგ კირის შემცველი ნივთიერებების შეტანა.

დაფნა ვერ ეგუება დაჩრდილვას _ იგი სინათლისა და სითბოს მოყვარული მცენარეა. ამდენად, ეცადეთ დაფნის ნარგაობა გაათავისუფლოთ ირგვლივ არსებული ნაკლებად ეფექტური მაჩრდილობელი მცენარეებისგან.

მოსახლეობის, კომპანიების, ფერმერების იმ ნაწილს, ვისაც სურვილი გაუჩნდებათ, ძველ ნარგაობასთან ერთად  დამატებით დაფნის ახალი სამრეწველო პლანტაციები გააშენოს, უნდა გაითვალისწინოს შემდეგი პირობები:

დაფნა ყველა ტიპის ნიადაგებზე იზრდება, კარგია ნეშომპალა-კარბონატული და ალუვიური ტიპის ნიადაგები, თუმცა, სათანადო ქიმიური მელიორაციის შემდეგ, დაფნისთვის მისაღებია წითელმიწა, ყვითელმიწა, ეწერმიწა ნიადაგები, რომლებიც დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში ფართო მასშტაბითაა წარმოდგენილი.

დაფნა შესაძლებელია გაშენდეს, როგორც ვაკე, ისე ფერდობ ადგილებზე, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მცენარის მძლავრი ფესვთა სისტემა საუკეთესო პირობაა ეროზიული პროცესების შესამცირებლად.

ნედლეულის გარეგანი სახისა და მასში ეთერზეთების მეტი რაოდენობით დაგროვების მიზნით, უკეთესია დასავლეთისა და სამხრეთ-დასავლეთის ექსპოზიციის ფერდობები. ამ მიზნით მნიშვნელოვანია მდინარე რიონის გასწვრივ მდებარე ვაკე და შემაღლებული გორაკ-ბორცვიანი ადგილები. თუმცა, დაფნის სათანადო ყინვაგამძლეობა (მინუს 14-16) მთელი საქართველოს მასშტაბით ამ კულტურის გავრცელების ფართო შესაძლებლობებს იძლევა.

როგორც წესი, დაფნის ახალი პლანტაციების გასაშენებლად ფართობი წინასწარ უნდა გაიწმინდოს ხე-ბუჩქნარისგან. სეზონის მშრალ პერიოდში უნდა მოხდეს ნიადაგის პლანტაჟური წესით 50 სმ სიღრმეზე დამუშავება მინერალური სასუქების NPK- 500 კგ/ჰა და ორგანული სასუქების (ნაკელი; ტორფ-კომპოსტი) 20 ტონა ჰექტარზე შეტანით.

მჟავე ნიადაგებში ნიადაგის პირველადი დამუშავების დროს, სასურველია ქიმიური მელიორანტების (კირი, დოლომიტი, დეფეკაციური ტალახი) შეტანა მჟავიანობის ინდექსის მიხედვით.

ჭარბტენიან ადგილებში (კოლხეთის დაბლობი) უნდა მოეწყოს 8-10 მ. სიგანის ოვალური პროფილირებული კვლები წყალგამყვანი გვერდითი არხებით. სასურველია, პლანტაჟური წესით დამუშავებული ფართობები ნიადაგის უკეთ გაკულტურების მიზნით 1-2 წელი გამოყენებული იქნას ერთწლიანი სათოხნი კულტურების ქვეშ.

დაფნის პლანტაციების გაშენების წინ, ნიადაგი 30-35 სმ. სიღრმეზე ისევ მოიხვნება, დაიფარცხება, მოსწორდება და აიგეგმება. გაშენების საუკეთესო ვადაა შემოდგომა (ოქტომბერი-ნოემბერი) ან გაზაფხული (მარტი-აპრილი).

დაფნის სამრეწველო პლანტაციის გაშენება ხდება ორი წესით: მდიდარ ნიადაგებზე _ ინდივიდუალური (ბუჩქური) და მწირ ნიადაგებზე _ შპალერული წესით.

ინდივიდუალური წესით გაშენების დროს, რეკომენდირებულია მწკრივებს შორის მანძილი იყოს 1,75 ან 2 მ, ხოლო მწკრივში მცენარეთა შორის 1 მეტრი. ასეთ დროს ერთ ჰექტარზე თავსდება შესაბამისად 5700 და 5000 ძირი ნერგი.

შპალერული გაშენების დროს, მწკრივთა შორის მანძილი იგივეა, ხოლო მწკრივში მცენარეთა შორის მანძილი 0,5 მ-ია. ასეთ შემთხვევაში მცენარეთა რაოდენობა ორმაგდება 10 000-დან 11 500-მდე.

ფერდობ ადგილებზე დაფნის მწკრივები განლაგდება ჰორიზონტალურად, ასევე, სასურველია წყალამრიდი არხების გაყვანა.

დაფნის პლანტაციები შენდება, როგორც თესლით, ისე ნერგით.

პლანტაციის ნერგებით გაშენებისას მონიშნულ ადგილებზე ამოიღებენ 20-25 სმ. სიღრმის ორმოებს, დაფნის ნერგის ფესვებს ამოავლებენ წუნწუხში, რგავენ, ტკეპნიან, საჭიროების შემთხვევაში რწყავენ კიდეც.

პლანტაციების ნერგებით გაშენებას აქვს უპირატესობა _ პირველ ორ წელიწადს იოლდება ახალგაზრდა მცენარეების მოვლა და რაც მთავარია, ნარგაობა 1-2 წლით ადრე შედის ექსპლუატაციაში. უმჯობესია, სარგავ მასალად გამოყენებული იქნას წინასწარ პოლიეთილენის პარკებში ან რეზინის კონტეინერებში მიწის კომით გამოყვანილი ნერგები. ამ დროს მაღალია გახარების მაჩვენებელი და მინიმუმამდეა მეჩხერიანობა.

შპალერულად გაშენებული სამრეწველო პლანტაციაში რეგულარულად ხდება რიგთაშორის ნიადაგის გაფხვიერება, ნათესარების გახელვა, მინერალური სასუქების შეტანა (ახალგაზრდაში 200-300 კგ. NPK; ზრდასრულში 500 კგ. NPK).

პერიოდულად, სასურველია ორგანული სასუქებით განოყიერება. თუ პლანტაცია განკუთვნილია ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციის საწარმოებლად, მაშინ, პირველ ეტაპზე, აუცილებელია ნიადაგის მინერალური საკვებით უზრუნველყოფა, ნარგაობის მოძლიერება, ხოლო მომდევნო ეტაპზე მხოლოდ ორგანული სასუქებით გამოკვება. ასეთ პლანტაციებში დაუშვებელია ჰერბიციდებისა და შხამ-ქიმიკატების მაღალი დოზების გამოყენება.

დღეისთვის საქართველოში დაფნის ფოთლის მწარმოებელი 10-ზე მეტი საწარმოა (ხობი, ზუგდიდი, სენაკი, ქუთაისი, ბათუმი, წყალტუბო, ხელვაჩაური, ლანჩხუთი, სამტრედია, ოზურგეთი).

პერსპექტივაში, როდესაც დაფნის სამრეწველო პლანტაციების გაშენება სახელმწიფო თანადაფინანსებით გახორციელდება, როგორც სახელმწიფო დამამზადებლების, ისე, გადამამუშავებელი საწარმოების პასუხისმგებლობა გაიზრდება და სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მოექცევა. გამორიცხული არაა, შეიქმნას დაფნის მწარმოებელთა ასოციაცია, რაც კიდევ უფრო სრულყოფილს გახდის ამ დარგის განვითარებას.

ჩაის, ციტრუსების, თხილის, კენკროვნების გვერდით, საპატიო ადგილი სხვა კულტურებმაც უნდა დაიკავონ, მით უმეტეს დაფნამ, რომელიც თავისი სამრეწველო და საექსპორტო ღირებულებით მომგებიან დარგად უნდა გადაიქცეს.

აქვე დავძენთ იმასაც, რომ დაფნის კულტურის გაშენებით და ექსპლუატაციით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ სრულყოფილი კონსულტაციები მიიღონ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის, ანასეულის ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების კვლევის სამსახურში, ასევე, დიაგნოსტიკურ ცენტრ “ანასეულის” ლაბორატორიაში შეამოწმონ თავიანთი ნიადაგებისა და მცენარეული ნიმუშების ხარისხი.

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორები:
ზაურ გაბრიჩიძე,
იოსებ ბასილია;
ნიკა გუნთაძე, მაგისტრანტი

დაფნაზაურ გაბრიჩიძეიოსებ ბასილია
გაზიარება8Tweet5Send

ამავე კატეგორიაში

ჩვენი რჩევები

რატომ არ შეიძლება უმი ქათმის გარეცხვა მომზადებამდე

09:41; 5 სექტემბერი, 2025
ჩვენი რჩევები

როგორ მოვიშოროთ ბუზები და კოღოები ქიმიური პრეპარატების გარეშე

12:26; 5 ივლისი, 2025
ჩვენი რჩევები

რა არ უნდა მიირთვათ მშიერ კუჭზე

09:59; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

კვერცხი წონის დაკლებას უწყობს ხელს

09:58; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

წიწიბურას დიეტა

09:55; 6 მარტი, 2025

დრაცენას ღირსებები _ დეკორატიული მშვენება და სამეურნეო "სამკაული"

ბალბა და ბეგონია

ყველა სიახლე

საზოგადოება

“თრიალეთმა” სატელიტური მაუწყებლობა შეწყვიტა – რას აცხადებს ტელეკომპანია

21:24; 2.02.2026
სამართალი

რამდენი და რა სახის ვიდეოკამერა განათავსდა ოზურგეთში 2025 წელს

21:12; 2.02.2026
პოლიტიკა

Amnesty International: „გრანტების შესახებ“ კანონში წარდგენილი ცვლილებები საქართველოში ავტორიტარული პრაქტიკის გაფართოებას ასახავს

21:01; 2.02.2026
ფინანსები

ბათუმში SOLO Business-ის დისკუსიების სერიის პირველი ღონისძიება გაიმართა

17:13; 2.02.2026
სამართალი

პოლიციელზე თავდასხმის კადრები – რა ვიდეო ვრცელდება

17:06; 2.02.2026
საზოგადოება

ავტობუსი გზიდან გადავიდა

16:21; 2.02.2026
საზოგადოება

ფინანსთა სამინისტრო: ბოლო 5 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტის ფაქტობრივი მაჩვენებელი მუდმივად კლებადია

16:10; 2.02.2026
ფინანსები

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება

15:55; 2.02.2026
საზოგადოება

“ამინდი მკვეთრად გაუარესდება”- მეტეოროლოგი გვაფრთხილებს

15:55; 2.02.2026
სპორტი

ამხანაგური მატჩი- საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ისრაელს უმასპინძლებს

15:48; 2.02.2026
საზოგადოება

საქართველოში სიგარეტი კიდევ გაძვირდა

15:34; 2.02.2026
პოლიტიკა

პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისია შეიქმნება

15:25; 2.02.2026
საზოგადოება

დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტები- ბრალი 18-ს წარუდგინეს, დაკავებულია 8

14:49; 2.02.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, შპს პომ-მა სამაცივრე მეურნეობა ააშენა

14:30; 2.02.2026
საზოგადოება

ჩატარდება თუ არა ერთიანი ეროვნული და მასწავლებელთა გამოცდები 2026? – პასუხი აქტუალურ კითხვებზე

13:29; 2.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო