ამ წუთებში ახალი თეატრის მსახიობები ოზურგეთში იმყოფებიან და მანიფესტის ჩატარებისთვის ემზადებიან.
ახალი თეატრის მანიფესტი უკვე გაიმართა ბათუმში, ზუგდიდში და ქუთაისში.
დღევანდელი წარმოდგენა საღამოს 18:00 საათზე დაიწყება. სიტყვით გამოვლენ საზოგადოების ნაცნობი სახეები, ირაკლი ჩარკვიანის სიმღერებს კი ახალი თეატრის მსახიობები იმღერებენ.