მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით, ქუთაისში, მოსამართლის სახლთან 30-წუთიანი საპროტესტო შეკრების გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა აქციის 9 მონაწილეს.
ერთ-ერთი მათგანია პედაგოგი ლადო აფხაზავა. იგი ჩვენთან საუბრის დროს ამბობს:
“ეს არის ედუარდ შევარდნაძის პერიოდში მიღებული კანონი.
მოსამართლის სახლთან ძალიან სპონტანურად ჩატარდა აქცია. ასეთ მშვიდ აქციაზე მე პირველად ვიყავი.
მსგავსი პატარა აქციების თუ ეშინია ხელისუფლებას, უკვე წარმომიდგენია, რა სიტუაციაში არიან“, _ გვითხრა ლადო აფხაზავამ.