ლანჩხუთის საკრებულოს წევრი გივი ცინცაძე ერთ-ერთია იმათგან, რომელთა სასამართლო პროცესი ხვალ ქუთაისის სასამართლოშია ჩანიშნული _ 8 ადამიანს მოსამართლის სახლთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის გამართვის გამო ედავებიან.
“2020 წლიდან დღემდე აქციებზე ყოფნის გამო არაერთხელ დამაკავეს, დამაჯარიმეს. ჯარიმები, რომელიც შეაგენს 14 550 ლარს, არ გადამიხდია.
რას უნდა ველოდებოდე სანქცირებულ სასამართლოსგან? თუ ახალი კანონით ისარგებლა მოსამართლემ, 15 დღიდან 60 დღემდე პატიმრობას ან 5 000-ლაარიან ჯარიმას….
თუ შევარდნაძის დროინდელი კანონით ისარგებლა, რომელიც მიღებულია 2001 წელს, მაშინ 15-იანი პატიმრობა მელოდება”, _ გვითხრა გივი ცინცაძემ.