ახალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანილი დავით დოიაშვილი “გურია ნიუსთან” საუბრის დროს ამბობს, რომ ოზურგეთში დასრულდება დასავლეთ საქართველოს ტურნე და შემდეგი კვირიდან იგი აღმოსავლეთ საქართველოს ქალაქებში გაგრძელდება.
დოიაშვილმა აღნიშნა, რომ მათი რეგიონული ტურნეს დროს ყველაზე თვალშისაცემი არის შიში და ამ მანიფესტით ზუსტად ამის გარდატეხას ცდილობენ ხელოვანები.
დოიაშვილის თქმით, შიშის გარედატეხას ქართველი ხალხი აუცილებლად მოახერხებს.