https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    „შინდისის გმირის შვილს სწავლის თანხა პედაგოგებმა აუგროვეს“ — ლადო აფხაზავა „უფასო განათლების“ დაპირებაზე

    წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა: 5 დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

  • მსოფლიო

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

    ცაჰკნა: ესტონეთში საჰაერო განგაში გააქტიურდა, დრონები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდნენ

    რეფერენდუმის თანახმად ისლანდიის მოსახლეობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ამ ორგანიზაციებში ადამიანური რესურსის მართვა არ ეფუძნება სათანადო გათვლებს”

9:56; 10.02.2022
ფინანსები
Share on FacebookShare on TwitterEmail

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში ნათქვამია:

“არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს.

ადგილობრივი თვითმმართველობები მსგავსი ტიპის ორგანიზაციებს ქმნიან მოსახლეობისთვის მაღალი ხარისხის მუნიციპალური სერვისების მიწოდების მიზნით. 2014-2019 წლებში გაიზარდა ა(ა)იპ-ების რაოდენობა და დაფინანსების მოცულობა, რამაც, შესაბამისად, გაზარდა მათი როლი თვითმმართველობების საქმიანობაში. აუდიტის ფარგლებში შესწავლილ იქნა ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ შექმნილი ა(ა)იპ-ების დაფუძნების, მართვისა და კონტროლის პროცესი”.

“აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

მუნიციპალიტეტების ფუნქცია-მოვალეობები მსგავსია, რაც ა(ა)იპ-ების ერთსა და იმავე სფეროში შექმნას უნდა იწვევდეს, თუმცა თვითმმართველობების პოლიტიკა არსებითად განსხვავდება ერთმანეთისგან იურიდიული პირების საქმიანობის სფეროების შერჩევის კუთხით. მაგალითად, სამ მუნიციპალიტეტში ცალკე ა(ა)იპ ფუნქციონირებს, რომელიც გარე განათების ქსელის ექსპლუატაციას ახორციელებს, 38-ში კი გარე განათების ქსელს ისეთი ა(ა)იპ-ები ემსახურება, რომლებიც პარალელურად სხვა მუნიციპალურ ინფრასტრუქტურას უწევენ მომსახურებას. დანარჩენ 23 შემთხვევაში თვითმმართველობა მომსახურებას ყიდულობს სახელმწიფო შესყიდვის გზით ან დაფუძნებული აქვს შპს; ხუთ  მუნიციპალიტეტში გამწვანებული ტერიტორიების, პარკებისა და სკვერების მოვლა-პატრონობისთვის ცალკე ა(ა)იპ არის დაფუძნებული, მაშინ როდესაც სხვა თვითმმართველობებში გამწვანების მოვლა-პატრონობა რომელიმე კომპლექსური ა(ა)იპ-ის ფუნქცია არის ან ხდება მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გზით შეძენა; 20 მუნიციპალიტეტში 28,287.3 ათასი ლარი არის დახარჯული ისეთი ა(ა)იპ-ების ფუნქციონირებაზე, რომელთა საქმიანობის სფეროც მხოლოდ ამ მუნიციპალიტეტებში გვხვდება და სხვაგან ანალოგიური ფუნქციების ორგანიზაციები არ არის შექმნილი და სხვა.

ხშირად ერთსა და იმავე მუნიციპალიტეტში გვხვდება საერთო პროფილის რამდენიმე ა(ა)იპ. მსგავსი სურათი განსაკუთრებით დამახასიათებელია კულტურის, განათლების, სპორტისა და ინფრასტრუქტურის სფეროებისთვის. ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მსგავს ფუნქციებს ასრულებენ, ცალ-ცალკეა განსაზღვრული ადმინისტრაციული პერსონალი (დირექტორი, დირექტორის მოადგილეები და ა. შ.). ა(ა)იპ-ების დაყოფა სათანადო დასაბუთების გარეშე ფინანსური რესურსების არაეფექტიან ხარჯვას იწვევს.

მუნიციპალიტეტებს არ აქვთ შემუშავებული თანმიმდევრული სამოქმედო გეგმა, როგორ უნდა მიაღწიონ კონკრეტულ სფეროში დასახულ მიზანს. ამდენად, ა(ა)იპ-ების დაფუძნება და მათზე დაფინანსების გაცემა ხშირ შემთხვევაში არ არის საკმარისად გაანალიზებული. სათანადოდ არ იგეგმება, თუ რა ღონისძიებები უნდა გახორციელდეს და რა თანმიმდევრობით, როგორი უნდა იყოს მიმდინარე ამოცანები კონკრეტულ სფეროში საბოლოო მიზნის მისაღწევად. შედეგად, ხშირია შემთხვევები, როდესაც ა(ა)იპ-ის დაფუძნების იდეამ არ გაამართლა და საჭირო გახდა მისი ლიკვიდაცია/რეორგანიზაცია ან ორგანიზაცია აგრძელებს ფუნქციონირებას, თუმცა მისი საქმიანობის შედეგები არაეფექტიანია. მთლიანობაში, 2014-2019 წლებში დასახული მიზნების მიუღწევლობის მოტივით 169 იურიდიული პირის ლიკვიდაცია გახორციელდა. აღსანიშნავია, რომ მათ დაფინანსებაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 61,592.8 ათასი ლარია გადახდილი, შესაბამისად, აღნიშნული თანხები შესაძლებელია შეფასდეს როგორც _ არაეფექტიანი ხარჯი.

მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებში წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად იზრდებოდა ადმინისტრაციული პერსონალის რაოდენობა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ორგანიზაციებში ადამიანური რესურსების მართვა არ ეფუძნება სათანადო გათვლებს. მიუხედავად იმისა, რომ თვითმმართველობები ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით ახორციელებენ ა(ა)იპ-ების ლიკვიდაცია/გაერთიანებას, 2014-2019 წლებში ადმინისტრაციული პერსონალი − 25%-ით, ხოლო ადმინისტრაციის შრომის ანაზღაურება − 71%-ით არის გაზრდილი.

მერიებიდან მიღებული ინფორმაციით, ირკვევა, რომ 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებში დასაქმებული იყო 40,074 კაცი. აღნიშნული მაჩვენებელი 2019 წლისთვის 17,932 დასაქმებულით გაიზარდა და 58,006 კაცი შეადგინა. რაც შეეხება თბილისს, 2015 წლიდან 2019 წლამდე დასაქმებულთა რაოდენობა 2,876-დან − 3,395-მდე გაიზარდა. შედარებისთვის: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში 2014 წლიდან 2019 წლამდე დასაქმებულთა რაოდენობა 40.9 ათასი კაცით გაიზარდა, ხოლო ა(ა)იპ-ებში იმავე პერიოდში ზრდამ ჯამში 18.5 ათასი კაცი შეადგინა, რაც დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის 45%-ია. აღსანიშნავია, რომ სულ სახელმწიფო სექტორში 2019 წლის მონაცემების მიხედვით დასაქმებული არის 299,700 ადამიანი, შესაბამისად, მუნიციპალიტეტების ა(ა)იპ-ებში მომუშავეთა რაოდენობა მთლიანად სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა 20.5%-ს შეადგენს. თვითმმართველობებს ორგანიზაციების საშტატო რიცხოვნობის დამტკიცების დროს არ აქვთ გაკეთებული სათანადო გათვლები, სადაც დასაბუთებული იქნებოდა თითოეული დაქირავებულის საჭიროება. შედეგად, ა(ა)იპ-ებში არ აქვთ მოსამსახურეთა თანამდებობის შესაბამისი სამუშაო აღწერილობები, სადაც განსაზღვრული იქნება თითოეული დასაქმებულის ფუნქცია-მოვალეობები. ამასთანავე, ზოგიერთი დასაქმებულის შესასრულებელი სამუშაოები გაურკვეველია, ასევე ხშირია ფუნქციების დუბლირების შემთხვევები.

ორგანიზაციების სათანადო ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია შესაბამისი საოფისე ფართით უზრუნველყოფა, რათა დასაქმებულებმა სათანადო პირობებში შეძლონ მათზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა) იპი-ების შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შემოწმებისას გამოვლინდა, რომ 14 ა(ა)იპ-ში ადმინისტრაციაში დასაქმებულ ერთ ადამიანზე მოდის 1-5 კვ.მ-მდე საოფისე ფართი. საკმარისი საოფისე ფართის არარსებობა რეალურად შეუძლებელს ხდის ერთდროულად ყველა ადმინისტრაციული პერსონალის სამსახურში ყოფნას და სამუშაო პროცესის სათანადოდ წარმართვას. აღნიშნული გარემოება ადასტურებს, რომ მუნიციპალიტეტებში ორგანიზაციები იქმნება იმ პირობებში, როდესაც თვითმმართველობა ა(ა)იპ-ებს ვერ უზრუნველყოფს მისი ფუნქციების გასახორციელებლად საჭირო საკმარისი მატერიალური რესურსებით.

მუნიციპალიტეტებში 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ფუნქციონირებს 67 ა(ა)იპ, რომელთაც არ გააჩნიათ საქმიანობისთვის აუცილებელი ინვენტარი (კომპიუტერული ტექნიკა, საოფისე ავეჯი და სხვა სახის ინვენტარი). 2014-2019 წლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 45,062.9 ათასი ლარი გახარჯულია ისეთი ორგანიზაციების დაფინანსებაზე, რომლებსაც საჭირო მატერიალური რესურსები არ ჰქონდათ და შესაბამისად, ვერ შეძლებდნენ დასახული მიზნების მიღწევას”, _ წერია აუდიტის ანგარიშში.

“გურია ნიუსი” ამ საკითხთან დაკავშირებით ჩოხატაურის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერებს _ დავით შარაშიძეს და ალექსანდრე სარიშვილს დაუკავშირდა.

_ ბატონო დავით, 2021 წლის 31 დეკემბერს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა ანგარიში. გაეცანით თუ არა ამ ანგარიშს და რამდენად ეთანხმებით აუდიტის ანგარიშს. თუ არ ეთანხმებით, რატომ?

_  გავეცანი სახელმწიფო აუდიტის დასკვნას და ვეთანხმები.

_ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში (2019 წლის მონაცემებით) ა(ა)იპ-ში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა. რა პრინციპით ხდება ადამიანების დასაქმება აღნიშნულ ორგანიზაციებში?

_  ორგანიზაციებში ადამიანების დანიშვნა ხდება თავისი საქმიანობიდან და პროფესიონალიზმიდან გამომდინარე.

_ თქვენი მოსვლის დროს დაიწყო ახალი კადრების მოზიდვა და ასევე, ხდება გათავისუფლებები ა(ა)იპ-ში. ოპოზიცია აცხადებს, რომ მიმდინარეობს “ქართული ოცნების” აქტივისტების და მხარდამჭერების დასაქმება.

_ დიახ, ახალგაზრდებს უნდა მიეცეთ დასაქმების შანსი და თავიანთი ცოდნა და გამოცდილება მოახმარონ მუნიციპალიტეტს

ოპოზიცია ხშირად უაზრო განცხადებებს აკეთებს, რაც აცდენილია რეალობას, _ გვითხრა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შარაშიძემ.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტში სრულიად გამჭვირვალედ და კანონიერად  მიმდინარეობს სტრუქტურული ცვლილებები.

“2021 წლის 31 დეკემბერს  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მართვის აუდიტს, განვმარტავთ, რომ აღნიშნულ ანგარიშში ასახულია  საქართველოს მასშტაბით, მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მართვის შესახებ 2014-2019 წლებში გახორციელებული საქმიანობის ანალიზი.   ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია ა(ა)იპ-ების მართვის და ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით  ითვალისწინებს  სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში მოცემულ რეკომენდაციებს. 

აქვე განვმარტავთ, რომ  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ  ა(ა)იპ-ებში   ადამიანები დასაქმებულები არიან ორგანიზაციების ფუნქციური დანიშნულების შესაბამისად.

ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში სრულიად გამჭვირვალედ და კანონიერად  მიმდინარეობს სტრუქტურული ცვლილებები. პოლიტიკური ნიშნით ადამიანების გათავისუფლებას  ადგილი არ აქვს”, _ თქვა ალექსანდრე სარიშვილმა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარე და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი კახა ასკურავა ამბობს, რომ აუდიტის ანგარიშს დეტალურად არ გაცნობია:

“ანგარიშს დეტალურად არ გავცნობივარ, მაგრამ ამ საკითხს დიდი დეტალიზაცია არ სჭირდება. ყველამ კარგად იცის, რაც ხდება ა(ა)იპ-ებში და არჩევნების პერიოდში, როგორ იყენებენ ადამიანებს.

მაგალითად, ლანჩხუთში დასუფთავების სამსახურში წინა საარჩევნო პერიოდში 81 ადამიანი მიიღეს ანუ დაამატეს. აქედან გამომდინარე, “ქართული ოცნება” ქართველი ხალხის, გადამხდელების ფულით ყიდულობს ხმებს. წინასაარჩევნოდ ა(ა)იპ-ებში დასაქმებული ადამიანების ერთადერთი ფუნქციაა, არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა და შემოხაზონ ნომერი 41. 

“ქართულმა ოცნებამ” არჩევნებში გაინაღდა თავისი, თან პრემიერი გამოვიდა და თქვა სამი წელი არჩევნები არ ჩატარდებაო. ამის შემდეგ ა(ა)იპ-ებში დაიწყეს იმ ადამიანების გაშვება, რომლებიც წინა საარჩევნოდ დაასაქმეს და ვისაც ტოვებენ 10%-ით უმატებენ ხელფასს, თვითონ ხელმძღვანელები კი 50-60 %-ით იზრდიან ანაზღაურებას.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილეების, კომისიის თავმჯდომარის ხელფასები 50-60%-ით გაიზარდა და ამაზე ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ, რომ ეს არის სამარცხვინო ქმედება ხელისუფლების მხრიდან.

მე მინდა იმ თანამშრომლებს ვუთხრა, რომლებიც პოლიტიკური მოტივაციის გამო, ჩუმად იყვნენ _ ახლა როგორია მათი რეაქცია?” _ გვითხრა კახა ასკურავამ.

კითხვაზე, რამდენად ასრულებენ ა(ა)იპ-ში დასაქმებულები ნაკისრ მოვალეობებს? _ ასკურავამ გვიპასუხა, რომ დასაქმებულთა 80% თავის ფუნქციას არ ასრულებს.

“80% დაკისრებულ მოვალეობებს არ ასრულებს. ისინი მიდიან თვის ბოლოს, რომ ხელფასი მიიღონ და არჩევნებზე ნომერი 41 შემოხაზონ. არის ა(ა)იპ-ები, რომელთა თანამშრომლები ერთმანეთს არ იცნობენ, ზოგმა კიდევ სამსახურის სახელწოდება არ იცი”, _ გვითხრა კახა ასკურავამ.

[sexy_author_bio]

ალექსანდრე სარიშვილიაუდიტიდავით შარაშიძეკახა ასკურავა
გაზიარება4Tweet3Send

ამავე კატეგორიაში

ფინანსები

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ე.წ. პროფესორი ჰენრის პირამიდის საქმიანობას სწავლობს

14:50; 6 სექტემბერი, 2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება

17:05; 4 სექტემბერი, 2026
ფინანსები

მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის – ნახეთ საქართველოს ბანკის PLUS შეთავაზებები

18:59; 3 სექტემბერი, 2026
მთავარი

მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

16:59; 3 სექტემბერი, 2026
ფინანსები

მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას

17:14; 2 სექტემბერი, 2026

22 444 ახალი შემთხვევა და 53 გარდაცვლილი პაციენტი _ ეპიდვითარება საქართველოში

ყოჩივარდას და თვალმილულული „პირღია თეთრი დათვის“,  ზამთრის ტანდემი გურიაში

ყველა სიახლე

საზოგადოება

როდიდან დაიწყება სააღმზრდელო პროცესი ლანჩხუთის ბაღებში

15:24; 8.09.2026
საზოგადოება

8 სექტემბერს სუხიშვილები ქუთაისის სცენაზე – საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი

15:02; 8.09.2026
პოლიტიკა

„ღარიბაშვილი წკმუტუნიდან პოლიტიკურ ყეფაზე გადავიდა“ _ სააკაშვილი

12:40; 8.09.2026
საზოგადოება

კახა ასკურავა – დღეს “შკოდა” ამედევნა

12:36; 8.09.2026
სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

12:34; 8.09.2026
საზოგადოება

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია

12:11; 8.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

10:51; 8.09.2026
საზოგადოება

საჯარო სკოლის დირექტორებთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

10:26; 8.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10:03; 8.09.2026
საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი გამოავლინეს

22:24; 7.09.2026
საზოგადოება

ახალგაზრდა, რომელიც ქობულეთში მაშველებმა ზღვიდან ამოიყვანეს, გარდაიცვალა

22:13; 7.09.2026
საზოგადოება

სავაჭრო ცენტრში სასწრაფოს ექიმებმა მოქალაქეს გაჩერებული გული აუმუშავეს

22:00; 7.09.2026
სამართალი

გიორგი ლილუაშვილი – ლაზარე ჯორბენაძე სიკვდილს ნატრობდა კი არა, ერთი სული ჰქონდა, პარლამენტში მოხვედრილიყო

21:26; 7.09.2026
საზოგადოება

გომისმთის გზაზე მოძრაობა ნაწილობრივ აღდგენილია

16:56; 7.09.2026
საზოგადოება

შველი მდინარე სუფსაში

16:42; 7.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო