ანსამბლ „გურიის“ ღვაწლმოსილი მომღერალი გურამ კოროშინაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი ავრცელებს.
“კულტურის ცენტრი დიდი მწუხარებით იუწყება ანსამბლ „გურიის“ ღვაწლმოსილი მომღერლის, საუკეთესო ადამიანის და ღირსეული თანამშრომლის, გურამ კორშინაძის გარდაცვალებას.
ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს და მეგობრებს. მისი ხმა, სიყვარული და ღვაწლი მუდამ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში“,_ წერია ინფორმაციაში.


































































