შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქციის მონაწილეებისთვის მანქანის დაჯახების საქმეზე ერთი პირი დააკავეს.
გამოძიება 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის გ. ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ძალადობას გულისხმობს.
3 ივნისს, ათონელის ქუჩაზე აქციის მიმდინარეობისას აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ქვეითებისთვის განკუთვნილ გადასასვლელზე აქციის რამდენიმე მონაწილეს ავტომობილი განზრახ დაეჯახა.