14 წლის შვილზე სექსუალური ძალადობისთვის 50 წლამდე მამაკაცი დააკავეს. შემთხვევა კახეთში მოხდა. ინფორმაციას knews.ge ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი შვილზე 1 წლის განმავლობაში ძალადობდა. მამაკაცს ბრალი უკვე წაუყენეს, დაზარალებული გოგონა კი, ოჯახიდან უკვე გამოყვანილია.
მამაკაცი წარსულში ნასამართლევია, მის მიმართ ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის და პირობითი სასჯელი იყო გამოყენებული.
































































