პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტი მუშაობს და გააგრძელებს საქმიანობას, რათა მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება არ შეფერხდეს.
“მინდა, ვუთხრა ჩვენს თანამოქალაქეებს, პარლამენტი მუშაობს, პარლამენტი გააგრძელებს თავის საქმიანობას, რათა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლებიც ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს, ეხებათ პენსიონერებს, ექიმებს, ჯარისკაცებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, სოციალურად დაუცველ ჩვენს მოქალაქეებს, ინფრასტრუქტურას, რეგიონებსა თუ დედაქალაში, სახელმწიფო სტრუქტურების ნორმალურ ფუნქციონირებას, ესყველაფერიიყოს უზრუნველყოფილიპარლამენტისადამთავრობისმხრიდან.პარლამენტსაქვსმისაღები 2020 წლისბიუჯეტი, რომელიცძალიანბევრიჩვენითანამოქალაქის, მთელიქვეყნისინტერესებშიადა,რათქმაუნდა,პროტესტის გამოხატვის უფლებაიქნებადაცული, მაგრამიმმოქალაქეებისინტერესიციქნება განუხრელად დაცული, ვინც ელოდება, ქვეყანამგააგრძელოსნორმალურიფუნქციონირება” ,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, პოლიტიკოსებმა პოლიტიკურ პროცესში ისე უნდა იმოქმედონ, რომ მოქალაქეები არ დაზარალდნენ.
“ეს არის პოლიტიკა, ეს არის პოლიტიკურ პროცესი და პოლტიკოსებმა უნდა ვიმუშაოთ ისე, რომ პოლიტიკური პროცესით არ დაზარალდნენ უბრალო მოქალაქეები. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა, ვთხოვო ოპოზიციას, რომ დაუბრუნდენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს”,_ განაცხადა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე.
წყარო:1tv.ge